თამარ გურჩიანი

თამარ გურჩიანი

იურისტი
ბიოგრაფია: 

თამარ გურჩიანი დამოუკიდებელი კონსულტანტია ადამიანის უფლებების და არჩევნების სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და 2013 წლიდან არის რადიო თავისუფლების ბლოგერი.

თამარ გურჩიანმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად. 2007-2009 წლებში კითხულობდა ლექციებს ადამიანის უფლებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 2010-2011 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში, აშშ.  ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში, აშშ. თამარ გურჩიანი 2012 წლიდან არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“და აგრეთვე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

სტატიები: