თამარ ზურაბიშვილი

თამარ ზურაბიშვილი 1999 წლიდან აქტიურადაა ჩართული სოციალურ კვლევებში. მის ნაშრომებს რეგულარულად აქვეყნებენ და იგი ხშირადაა ჩართული საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში. თამარმა მაგისტრის ხარისხი მოიპოვა მედიის კვლევებში (The New School University, NY, USA, 2005) და სოციოლოგიაში (მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია, 1999). მას ასევე მინიჭებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში ილიას უნივერსიტეტისგან (თბილისი, საქართველო, 2008). თამარი ჩართული იყო საქართველოდან შრომითი მიგრაციის რამდენიმე კვლევაში. იგი კონსლუტაციებს უწევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას; მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს (თბილისი, საქართველო); და ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტს (ფლორენცია, იტალია).