ვანო ჩხიკვაძე

ვანო ჩხიკვაძე

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
ბიოგრაფია: 

ვანო ჩხიკვაძემ ფონდში მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამიის კოორდინატორის თანამდებობაზე . მისი ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სამშვიდობო ინიციატივები და რეგიონული (სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის აუზი) ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული სხვა ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაცია.

2005-2006 წლებში იგი სწავლობდა ევროპის კოლეჯში (ვარშავა, პოლონეთი), სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი  ევროპათმცოდნეობაში.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, გერმანულ ანალიტიკურ ცენტში „ევროპის სტაბილურობის ინიციატივა"  , ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში   და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ვანო აკადემიურ საქმიანობას ეწევა კავკასიის უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ევროპის საგარეო პოლიტიკის თემაზე.

სტატიები: 
11 ივლისი 2017