სომხურ-ქართული მეზობლობა: მსგავსი მიმართულებები თუ განსხვავებული გზები?

სომხურ-ქართული მეზობლობა: მსგავსი მიმართულებები თუ განსხვავებული გზები?

Creator: Narek Aleksanyan. All rights reserved.

საქართველო და სომხეთი ცდილობდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას საუკუნეების განმავლობაში. ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სამეზობლო კონკურენცია, თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ ქვეყნების მთავრობებმა გადადგეს მთელი რიგი ნაბიჯები რათა განევითარებინათ საერთო ინიციატივები კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის რეგიონულ დიალოგს. სწორედ ამიტომ, ფონდის ოფისმა აღიარებულ პოლიტოლოგებს და ანალიტიკოსებს, გიორგი თარხან-მოურავს, არსენ ხარატიანს და დავით ჰოვანისიანს სთხოვა  შეეფასებინათ სომხეთ-საქართველოს ურთიეთობები იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს ქყვეყნები დღესდღეობით სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების ნაწილი არიან. მათი საშინაო და საგარეო პრიორიტეტები ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან. გადაკვეთის წერტილების და წინააღმდეგობრივი საკითხების გარდა, ავტორებმა გარკვეული რეკომენდაციები დასახეს თუ როგორ შეიძლება ამ ორ ქვყენას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 

ქართულ-სომხური მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აუცილებობა

ქართულ-სომხურ ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია აქვს.  როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სომხები და ქართველები იმ იშვიათ ხალხად ითვლებიან, რომლებსაც საერთო ისტორია აერთიანებთ. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს სიტუაცია განაპირობა პოლიტიკურმა, კულტურულმა და სოციალურმა დინამიკამ და გამოწვევებმა.  

ავტორი არსენ ხარატიანი

სომხურ-ქართული ურთიერთობები: მდგრადი განვითარების აქტუალურობა

დღეს სამხრეთ კავკასია წარმოადგენს ქვე-რეგიონს, რომელიც ესაზღვრება ერთ დიდ ჰეგემონს და ორ რეგიონალურ ჰეგემონს. ის ტრანსნაციონალური  ინფრასტრუქტურის კავშირების გადაკვეთის მნიშვნელოვან წერტილად მიიჩნევა. ეს გარემოება მას ჰეგემონების სასიცოცხლო ინტერესების ზონად ხდის და ასევე წარმოშობს არაპირდაპირ მოსაზღვრე დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების მზარდ ინტერესს.

ავტორი დავით ჰოვანისიანი

სომხეთი და საქართველო: მდგრადი ურთიერთობა

ისტორიამ და გეოგრაფიამ სომხეთსა და საქართველოს ერთმანეთის მეზობლობა და ვეება იმპერიათა შორის რთული არსებობა არგუნა. მათი ურთიერთობა ყოველთვის როდი იყო უღრუბლო, მაგრამ მაინც მეტწილად ხასიათდებოდა სიახლოვისა და თანადგომის სულისკვეთებით. დღესაც, მიუხედავად ზოგიერთი ფაქტორისა, რომელიც ამ ორ ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, მათი ურთიერთობები არსებითად კარგია.

ავტორი გიორგი თარხან-მოურავი