მშვიდობის მშენებლობაზე მომუშავე პრაქტიკოსებს შორის ტრავმული წიგნიერების შესახებ ცოდნის გაძლიერება (2022) პროექტი ცდილობს საქართველოსა და სომხეთში მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსებს შორის გაზარდოს ცოდნა ტრავმულ წიგნიერებასა და ტრავმის შესახებ ინფორმირებული მიდგომის შესახებ.
გეოპოლიტიკური რყევები სამხრეთ კავკასიაში (2022) საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოამზადებს ახალგაზრდა მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში ცვალებადი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შესაფასებლად, მათ შორის რეგიონალური აქტორების როლზე.
შემოქმედებითი პროტესტი და ცოდნის მედიაცია - ალტერნატიული სამოქალაქო აქტივიზმი (2022) პროექტი მიზნად ისახავს ღია პლატფორმის შექმნას სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდა მხატვრებისთვის და ასევე სახელოვნებო პროექტის შემუშავებას, რომელიც ორიენტირებული იქნება პატარა ქალაქებში დემოკრატიულ განვითარებასა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.
თამაში ცვლილებებისთვის (2022) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხის გადასაჭრელად, კრეატიული განვითარების ცენტრი გამოიყენებს ფორუმის თეატრის მეთოდს, როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს, რათა შეისწავლოს სოციალური ცვლილებების პოლიტიკური სტრატეგიები
მექანიზმები მშვიდობის მშენებლობისთვის (2022) სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს მცხოვრები ადამიანების უფლებების, ჰუმანიტარული და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
სამხრეთ კავკასიის ამბები (2022) თავისუფალი ჟურნალისტიკის სივრცის შემცირების ფონზე, პროექტი მხარს უჭერს ნეტგაზეთს, ცნობილ და პოპულარულ მედიასაშუალებას, რომელიც მუდმივად აშუქებს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით.
რონალდ სუნის წიგნის „ქართული ერის შექმნის“ თარგმანი (2021-2022) აკადემიური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის ნაკლებობაა. მართალია სტუდენტები უკვე მზარდად კითხულობენ ინგლისურ ენაზე, თუმცა მნიშვნელოვანი აკადემიური ტექსტების ქართულად თარგმნა ცოდნას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ქართულ დებატებში კრიტიკულ პერსპექტივებს შემოიტანს.
საზოგადოება კომუნიკო - ძიძების ასოციაციის შექმნა: ინფორმირებისა და გაძლიერების პრაქტიკები (2022) პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების თვითორგანიზებას მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - სოციალური მუშაობა და ფემინიზმი (2022) პროექტის „სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“ ამოცანაა ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით.
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ - სპექტაკლის „სამი და“ დადგმა საქართველოს რეგიონებში (2022) პროექტის ამოცანაა სპექტაკლის „სამი და“ წინასწარ შერჩეული ქალაქების რეგიონულ თეატრებში ჩვენება. ეს ქალაქებია: რუსთავი, ბათუმი და ოზურგეთი;