ლგბტი

Georgian

შემოუერთდით დეკლარაციას ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ!

ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგია/დეკლარაცია მიზნად ისახავს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხარდაჭერას კომპლექსური მიდგომის გზით. ორგანიზაციებს, რომლებიც იზიარებენ სტრატეგიაში/დეკლარაციაში მოცემულ საკითხებს, ვიწვევთ, შემოგვიერთდნენ და დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა.

ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია

2017 წლის 3 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობით გამართა საჯარო დისკუსია "ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია".

თბილისში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმზე ლგბტი უფლებების შესახებ გრძელვადიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

10 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გამართა ფორუმი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, სადაც მათ ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ წარადგინეს.

წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე

პუბლიკაცია “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ” წარმოადგენს კვლევის ანგარიშს და მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში”.

ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში (2015-2017)

(მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო სამწლიანი პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში განხორციელება და ზოგადი ზედამხედველობა.