წინამდებარე კვლევა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენს სივრცეში აუცილებელია კონკრეტული ურბანული სივრცული მოდელის – დახურული სამეზობლოს გარშემო ცოდნის მოგროვება და გაანალიზება.
ჩვენი ახალი პუბლიკაციით გვინდა, სისტემურად და კრიტიკულად გავაანალიზოთ ბოლო წლების (2007-2015) თბილისში აღმოცენებული ურბანული მოძრაობები; განვსაზღვროთ თბილისის სა(მო)ქალაქო მოძრაობებში ჩართულ ძირითად ჯგუფთა თავისებურებები და სტრატეგიები.