თანამშრომლები
მის.: ზოვრეთის ქ., 38
თბილისი 0160, საქართველო
ტელ.: +995 32 2380467/68
+995 32 2913739
ფაქსი: +995 32 2912897
ელ. ფოსტა: info[at]ge.boell.org
ვებ-გვერდი: www.ge.boell.org
Facebook: http://www.facebook.com/hbf.caucasus
ნინო ლეჟავა
-
2011 წლის დეკემბრიდან ნინო ლეჟავა არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი.
2010 წლის მაისიდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით ის იყო ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის კონსულტანტი და CIM-ის (საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი) ინტეგრირებული სპეციალისტი. 2003 წლიდან 2010 წლის მაისამდე ნინო იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორის მოადგილე და პროგრამის კოორდინატორი. პარალელურად ის თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან „შერიგების რესურსები“ პროექტის „წარსულის გააზრება: კვლევა და დიალოგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში“ ფარგლებში.
ამასთან ერთად, ნინო არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს გამგეობის წევრი.
ნინო ლეჟავა სწავლობდა სამართალს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში, და ჰამბურგის უნივერსიტეტსა და ჰამბურგის ევროპის კოლეჯში, გერმანიაში.
- ელ. ფოსტა: Nino.Lejava[at]ge.boell.org
ნატო კეთილაძე
- ნატო კეთილაძე 2012 წლის ივლისიდან ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური კოორდინატორია.
ნატოს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი. მას აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. 1996 წლიდან მუშოაბდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ბუღალტრის და ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იყო ფონდ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ფინანსური მენეჯერი.
- ელ. ფოსტა: Nato.Ketiladze[at]ge.boell.org
მალხაზ სალდაძე
- 2012 წლის ივნისიდან მალხაზ სალდაძე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროგრამების კოორდინატორია.
მალხაზს დამთავრებული აქვს მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლა და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში. 2002-2003 წწ. მალხაზი კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლაში. 2004 წლიდან ის მუშაობდა ლექტორად და მკვლევარად სხვადასხვა აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტსა და სოციალური კვლევების ინსტიტუტში.
2009-2012 წლებში მალხაზი მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველო“.
- ელ. ფოსტა: Malkhaz.Saldadze[at]ge.boell.org
ეთუნა ნოღაიდელი
- ეთუნა ნოღაიდელმა მაგისტრის ხარისხი გენდერული კვლევების სპეციალიზაციით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2012 წელს მიიღო. 2012-13 წლებში მუშაობდა უფროს ანალიტიკოსად სხვადასხვა პროექტებზე, რომელთა ძირითადი ფოკუსი იყო მდგრადი ეკონომიკური განვითარება, საჯარო პოლიტიკა და გენდერი. მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერ პროექტებში. ამასთანავე, ეთუნა თანამშრომლობდა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუშაობდა საჯარო ლექციების სერიაზე, რაც გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
- ელ. ფოსტა: Etuna.Nogaideli[at]ge.boell.org
ეკა წერეთელი - პროექტების მენეჯერი
- 1999 წლიდან მუშაობს არასამთავრობო სექტორში. 2000 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG). იყო თანაორგანიზატორი/სამუშაო ჯგუფის წევრი მთელი რიგი პროექტებისა, რომლებიც მიმართული იყო ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
ეკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო სერტიფიკატი პროექტების მართვაში. ეკა არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთშორისო ვიზიტორების ლიდერობის პროგრამის (International Visitor Leadership Program - IVLP) კურსდამთვრებული.
- ელ. ფოსტა: Eka.Tsereteli[at]ge.boell.org
თამუნა შვანგირაძე
- თამუნა შვანგირაძე 2004 წლიდან მუშაობს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ოფის მენეჯერის თანამდებობაზე.
მის ძირითად მოვალეობებში შედის ოფისის შიდა და გარე კომუნიკაცია, ღონისძიებების და მგზავრობების ორგანიზება, ფონდის ვებ-გვერდისა და ბიბლიოთეკის ადმინისტრირება და სხვა ადმინისტრაციული მოვალეობები.
თამუნამ დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, არაბული ენისა და არაბული ქვეყნების ისტორიის განხრით. მას აგრეთვე მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო სერტიფიკატი პროექტების მართვაში.
- ელ. ფოსტა: Tamuna.Shvangiradze[at]ge.boell.org
მაკა კალანდაძე
- მაკა კალანდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა პედაგოგიკის თეორია-ისტორიისა და ფსიქოლოგიის სპეციალობით. მან აგრეთვე გაიარა ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის International Model of Service (IMS) სრული კურსი.
სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში კითხულობდა სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგიას.
1998-2003 წწ მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციებში ბუღალტრად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მუშაობს 2003 წლიდან დღემდე.
- ელ. ფოსტა: Maka.Kalandze[at]ge.boell.org
კონსტანტი კუზმა - პრაქტიკანტი
-
- ელ. ფოსტა: ge-trainee2[at]ge.boell.org
ჟანა სირბილაძე - პრაქტიკანტი
- 2013 წლის მარტიდან - 14 ივნისის ჩათვლით ჟანა სირბილაძემ სტაჟირება გაიარა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში.
ჟანა ეუფლება ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011 წლიდან მან გაიარა რამდენიმე სტაჟირება სამთავრობო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
- ელ. ფოსტა: Zhana.Sirbiladze[at]ge.boell.org