სამი კითხვა საქართველოს შესახებ

საქართველო 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ამ ნაბიჯით საქართველოს ევროპული მომავალი უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.

1980-იან წლების დასაწყისში, როდესაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მწვავედ განიხილებოდა საკითხი, თუ რა გზით წავიდოდა ქვეყნის განვითარება, იოზეფ ჰაუსლინგმა, კლაუს ჰელდმა, ლევ კოპელევმა და ჰაინც როლეკემ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს დაუსვეს სამი შეკითხვა:

  1. დღესდღეობით თუ არსებობს ერთიანი გერმანელი ერი ან ერთიანი გერმანული ეროვნული კულტურა? თუ სხვადასხვა გერმანულენოვანი ერები და კულტურები გვაქვს?
  2. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთიანობას 1871-დან 1945 წლამდე გერმანელი ერის, მისი სულიერი ცხოვრებისა და კულტურის განვითარებისთვის?
  3. რას ფიქრობთ ორივე გერმანული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული განვითარების პერსპექტივებზე? როგორ ისურვებდით, რომ წარმართულიყო ეს განვითარება მომავალში?

ამ გამოკითხვაში იმ დროის ბევრმა გამოჩენილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, საბჭოთა კავშირიდან ქართველმა გერმანისტმა ნოდარ კაკაბაძემ. გამოკითხული 58 ინტელექტუალის და საზოგადო მოღვაწის პასუხები 1985 წელს გამოიცა. ამ წიგნში ნოდარ კაკაბაძემ იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელი გერმანიის გაერთიანება იწინასწარმეტყველა.

2013 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს საქართველოში საქმიანობის 10 წელი შეუსრულდა. ფონდისთვის ეს დროითი ნიშნული საეტაპო პერიოდია ქვეყანაში მომხდარი და მიმდინარე ცვლილებების გასააზრებლად და ასევე ახლო მომავლის განსაჭვრეტად. ანალოგიურად 30 წლის წინანდელი გერმანული მიდგომისა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მეგობრებსა და პარტნიორებს დავუსვით სამი კითხვა ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ:

  1. როგორ გგონიათ, აქვს თუ არა საქართველოს ევროპული მომავალი?
  2. როგორ საქართველოს ხედავთ ხუთი წლის შემდეგ კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად?
  3. როგორ ხედავთ თქვენ თავს ხუთი წლის პერსპექტივაში?

გთავაზობთ საინტერესო ადამიანების დამაფიქრებელ ვიდეო პასუხებს, რათა თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი, დაფიქრდეთ და საკუთარი პასუხებიც მოიძიოთ.

ეკატერინე აღდგომელაშვილი, გენდერის სპეციალისტი



 

დავით გაბუნია, დრამატურგი



 

ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი



 

გოგი გვახარია, კინომცოდნე



 

თამარ გურჩიანი, იურისტი



 

ლადო ვარდოსანიძე, ურბანისტი



 

თამარ ზურაბიშვილი, სოციოლოგი



 

თამთა მელაშვილი, მწერალი



 

ვახუშტი მენაბდე, იურისტი



 

ეთუნა ნოღაიდელი



 

მიხეილ სვანიძე, ანთროპოლოგი



 

ეკა სირაძე-დელონე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში



 

დავით სიჭინავა, ურბანისტ-გეოგრაფი



 

გურამ წიბახაშვილი, ფოტოხელოვანი



 

ლიანა ჯაყელი, რეჟისორი