ტრანსპორტის პოლიტიკა თბილისში - დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები

დისკუსია მედიათეკაში, ფოტოზე ჩანს დარბაზში მსხდომი ადამიანები

11 დეკემბერს, 2019, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე  "ტრანსპორტის პოლიტიკა თბილისში: განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები"

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ჟვანია, ქალაქმგეგმარებელი და გიორგი ბაბუნაშვილი, ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი.
დიკუსიის მოდერატორი კი იყო თამარ ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი.

მდგრადი ტრანსპორტის და მობილობის პოლიტიკის შემუშავება თანამედროვე ქალაქების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თბილისში დიდი ხანია მწვავედ დგას სუსტად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ქალაქი მთლიანად ავტომობილებზეა მორგებული, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, იქნება ეს ძირითადი ქუჩების მუდმივი გადატვირთულობა, ჰაერის დაბინძურება თუ ქვეითთა უფლებების დაკნინება.

ქალაქ თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და კერძო ტრანსპორტის შემცირებას გეგმავს. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა: განახლდა ავტობუსების ნაწილი, რეაბილიტაცია უტარდება გზის მნიშვნელოვან მონაკვეთებს, ახალი რეგულაციები დაუწესდა თბილისში მოძრავ ტაქსებს, იგეგმება მნიშვნელოვანი შეზღუდვები პარკინგის მიმართულებით.

მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ყველა ეს ღონისძიება ქალაქის განვითარების პერსპექტივიდან განგვევიხილა და შეგვეფასებინა. საჯარო დისკუსიაზე ვიმსჯელეთ შემდეგი კითხვების გარშემო:

✅ რა ტიპის გრძელვადიანი სატრანსპორტო პოლიტიკა გვჭირდება თბილისში?
✅ რამდენად გვაქვს პოლიტიკური ნება, ინსტიტუციური მზაობა და რესურსები ამგვარი პოლიტიკის შემუშავებისთვის?
✅ როგორ ხედავენ და აფასებენ პასუხისმგებელი უწყებები, სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები არსებულ სიტუაციას და ტრანსპორტის განვითარების სამომავლო სტრატეგიას?

ტრანსპორტის პოლიტიკა თბილისში - დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფორმატის „საუბრები ბიოლის ფონდში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიების გამართვას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.