თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ - სპექტაკლის „სამი და“ დადგმა საქართველოს რეგიონებში (2022)

სპექტაკლი "სამი და" პოსტერი, გამოსახულია სამი ქალი შუშის მიღმა

პროექტის ამოცანაა სპექტაკლის „სამი და“ წინასწარ შერჩეული ქალაქების რეგიონულ თეატრებში ჩვენება. ეს ქალაქებია: რუსთავი, ბათუმი და ოზურგეთი;

სპექტაკლი ეხება ისეთ გენდერულად სენსიტიურ თემებს, როგორებიცაა: მენტალური ჯანმრთელობა, ურთიერთზრუნვა, ზრუნვის პოლიტიკა, ემიგრაცია, ქართული მასკულინური ბუნების კრიზისი და სხვა. უყურადღებოდ სპექტაკლი არც სხვა სოციალურ ფონს ტოვებს. მისი მზერის ქვეშ ექცევა ისეთი საკითხები, როგორებიცაა 90-იანებიდან მოყოლებული სოციალური ნორმების რღვევა და ოჯახის კონსტრუქტის მოშლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი ერთ-ერთია იმ იშვიათ გამონაკლისთაგან, როდესაც ქალი დრამატურგი ქალი მსახიობების დახმარების სწორედ ქალთა ხმას აჟღერებს და ამ პროცესში ეძიება სოციალ-პოლიტიკურ თუ კულტურულ მოცემულობას, რომელშიც ხდება მოქმედება.

პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურული კერების აღმოჩენასა და გაცოცხლებას თეატრალური ცხოვრების წახალისების გზით და ბუნებრივი, ორგანული კომუნიკაციის დამყარებას ფართო საზოგადოებასთან, ქალებსა და გოგონებთან, კულტურით დაინტერესებული ახალგაზრდებთან თუ სხვასთან.