დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ბიურო საჯარო დებატებს 2004 წლიდან მასპინძლობს. ის რეგულარულად უთმობს სივრცეს თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარი მწვავე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პრობლემების განხილვას. დებატები მიზნად ისახავს წაახალისოს საჯარო დისკუსიები კონსტიტუციური სახელმწიფოს და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებაზე და ხელი შეუწყოს საჯარო დებატების კულტურის ზრდას.

უახლესი პუბლიკაცია

საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ფოტო

პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემა

სტატიაში წარმოდგენილია 1917-1921 წლებში საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ისტორია, მათი საქმიანობა რუსეთის საიმპერიო რეჟიმის პირობებში, მათი მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდში.