ნაგავი მსოფლიოსთვის გამოქვეყნებული: 24 თებერვალი 2020 1950-იან წლებამდე ადამიანი ისევე სათუთად ეპყრობოდა პლასტმასას, როგორც შუშას ან აბრეშუმს. მისი უპირატესობები სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიებმა მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს. ასე გაჩნდა ცხოვრების სტილი, რომლის შედეგადაც გამუდმებით იწარმოება ნაგავი.
მობილობის სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სივრცეები გამოქვეყნებული: 17 იანვარი 2020 კვლევის მიზანია ახსნას მობილობის ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის ხასიათი, დამოკიდებულებები და გამოწვევებთან გამკლავების გზები თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების მაგალითზე. ავტორი გიორგი კანკია
ეკუთვნით, თუ არა ადგილობრივ თემებს წილი საინვესტიციო პროექტებიდან? გამოქვეყნებული: 13 დეკემბერი 2019 განვითარების პროექტების განხორციელებისას მთავრობები და კომპანიები ცდილობენ, იპოვონ გზები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად და იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, ერთი მხრივ, უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად და საკომპენსაციოდ და მეორე მხრივ, დადებითი შედეგების გასაძლიერებლად და ადგილობრივთათვის სარგებლის გასაზრდელად. ავტორი ქეთი გუჯარაიძე
ტრანსპორტის პოლიტიკა თბილისში - დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გამოქვეყნებული: 12 დეკემბერი 2019 მდგრადი ტრანსპორტის და მობილობის პოლიტიკის შემუშავება თანამედროვე ქალაქების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თბილისში დიდი ხანია მწვავედ დგას სუსტად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ქალაქი მთლიანად ავტომობილებზეა მორგებული, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, იქნება ეს ძირითადი ქუჩების მუდმივი გადატვირთულობა, ჰაერის დაბინძურება თუ ქვეითთა უფლებების დაკნინება.
ჩილე - სპილენძით გამოჭედილი მომავლის ტყვეობაში გამოქვეყნებული: 2 დეკემბერი 2019 სტატიაში მიმოვიხილავ, თუ რატომ არის ბუნებრივი რესურსებით უხვად დაჯილდოებული და წიაღის დიდი მარაგების მფლობელი ჩილეს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე არამდგრადი; რა გამოწვევებს აჩენს ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის მაღალი დამოკიდებულება წარმოების ერთ სექტორზე და როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს სახელმწიფო ინსტიტუტები. ავტორი თამარ ქებურია
კომპანიებს შეწირული მოსახლეობა – ბრძოლა გადარჩენისთვის გამოქვეყნებული: 28 ნოემბერი 2019 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი ჩილეში მოიცავდა შეხვედრებს არაერთ მსხვილ სამთო-მომპოვებელ კომპანიასთან, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ავტორი ირინე სვანიძე
მსხვერპლშეწირვის ზონები: ჩილედან ჭიათურამდე გამოქვეყნებული: 28 ნოემბერი 2019 ჩილეში, საოცარ ვალპარაისოსთან ახლომდებარე ქალაქ კინტეროს, ერთ დროს, ტურისტებით გადაჭედილი ხმაურიანი სანაპიროებითა და სათევზაო ნავებით აჭრელებული ზღვით მოჰქონდა თავი, ზღვით, რომელშიც, ადგილობრივ მეთევზეთა კლუბის დღემდე ამაყი ხელმძღვანელის თქმით, პაბლო ნერუდას უყვარდა თურმე ყვინთვა. ავტორი კოტე ერისთავი
სასწავლო ვიზიტი ჩილეში- მონაწილეების შთაბეჭდილებები გამოქვეყნებული: 5 ნოემბერი 2019 2019 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩილეში ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტში, რომლის მთავარი თემაც წიაღის რესურსების პასუხისმგებლიანი მართვა გახლდათ. გიზიარებთ მონაწილეების შთაბეჭდილებებს ჩილეში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის შესახებ.
კონტრასტების ქვეყანა – ჩილე გამოქვეყნებული: 4 ნოემბერი 2019 კარგი იქნებოდა, „სოციალური ლიცენზიის“ პრაქტიკა აქტიურად დანერგილიყო საქართველოში, რადგან ამგვარი ქმედებები: სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა სოციალურ აქტივობები, ჩვენს ქვეყანაში სპონტანური და არაორგანიზებული ხასიათისაა. ავტორი შორენა იოსებიძე
მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ გამოქვეყნებული: 15 ოქტომბერი 2019 პუბლიკაცია "მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ" წარმოადგენს თარგმანების კრებულს და ის შემდეგ საკითხებს ეხმიანება.