ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანება" და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში (2017) გამოქვეყნებული: 14 იანვარი 2017 (დასრულებული პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.
თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით (2017) გამოქვეყნებული: 14 იანვარი 2017 (დასრულებული პროექტი) 2017 წელს საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად განახორციელა პროექტი "თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით".
გერჰარდ შიკის ვიზიტი საქართველოში გამოქვეყნებული: 14 დეკემბერი 2016 2016 წლის დეკემბერში საქართველოში ბუნდესტაგის წევრი (კავშირი 90/მწვანეები) გერჰარდ შიკი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო პუბლიკაციის „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“ პრეზენტაციაში, გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით გამოქვეყნებული: 5 დეკემბერი 2016 წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშრომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.
ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში გამოქვეყნებული: 3 ნოემბერი 2016 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურომ, გოეთეს ინსტიტუტთან და DVV International-თან თანამშრომლობით, 2016 წლის 27-29 ოქტომბერს ქალაქის მწვანე ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგ ღონისძიებას ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში უმასპინძლა.
13 ივნისის გაკვეთილები გამოქვეყნებული: 16 ივნისი 2016 13 ივნისის ტრაგედიამ ნათელი გახადა ის შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც კრიზისების მართვის, გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პოლიტიკას უკავშირდება. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, მოხდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ამ რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინება და რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სისტემური ხასიათის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
2017 წლის საპროექტო განაცხადების კონკურსის პირველი შედეგები გამოქვეყნებული: 28 აპრილი 2016 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გთავაზობთ 2017 წლისთვის საპროექტო განაცხადების კონკურსის პირველ შედეგებს.
ნეოლიბერალური პოლიტიკის გავლენა შრომით უფლებებზე საქართველოში გამოქვეყნებული: 27 აპრილი 2016 საქართველოში დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური გარანტიებით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ მძიმე გამოწვევაა. პრობლემების წყარო სახელმწიფოს განზე დგომის პოლიტიკაა, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნის მიერ ისტორიული ფორმაციების ცვლის შედეგია, მეორე მხრივ კი, ყოველი მომდევნო ხელისუფლების მიერ იმის გაცნობიერების, რომ უზრუნველყოფილი შრომის პირობები ქმნის ადამიანისათვის თავისუფალი სააზროვნო და სამოქმედო სივრცის გაჩენის საშუალებას. ავტორი ანანო ცინცაბაძე
მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი (2016) გამოქვეყნებული: 15 აპრილი 2016 (დასრულებული პროექტი) 2016 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელ პროექტი 'მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი', რომლის მთავარ მიზანს არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და ყურადღების ცენტრში მოქცევა, ფართო აუდიტორიის, განსაკუთრებით მუშების და აქტივისტების, ყურადღების მოპყრობა წარმოადგენდა.
შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში (2016) გამოქვეყნებული: 31 მარტი 2016 (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში.