საბჭოთა წარსულის გააზრება

ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად

გამოქვეყნებული: 14 თებერვალი 2014

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პუბლიკაციაში "ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად" შესულია 49 ფოტო და 3 ესე, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის ანაბეჭდია თანამედროვე საქართველოში. ეს რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ: დევნიდა საკუთარ მოქალაქეებს, უზღუდავდა მათ სიტყვის, არჩევანისა და გადაადგილების თავისუფლებას, უთვალთვალებდა და ძალადობდა მათზე.

სტალინური სიები საქართველოდან (2011-2013)

გამოქვეყნებული: 20 იანვარი 2014
(დასრულებული პროექტი) პროექტი  “სტალინური სიები საქართველოდან” 2011-13 წლებში განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება “მემორიალთან” თანამშრომლობის შედეგად და  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მკვლევართა ჯგუფი ორ წელზე მეტ ხანს იკვლევდა და აანალიზებდა ინფორმაციას 1937-38 წლების “დიდი ტერორის” მსხვერპლთა შესახებ.

"ალჟირის" პატიმართა პორტრეტები - სტალინიზმის ისტორიიდან

გამოქვეყნებული: 9 სექტემბერი 2008

ამ წიგნის ძირითად ბირთვს შეადგენს ალჟირის ტყვე ქალთა შვილების ნაამბობი, სადაც ერთიანდება ორი მეხსიერება - თვით პატიმართა მეხსიერება, ნაწილობრივად შემონახული მათი მონაყოლის, წერილებისა და დოკუმენტების სახით და ის, რაც ახსოვთ მათ ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს.