საზაფხულო სკოლა ვალეში გამოქვეყნებული: 23 აგვისტო 2010 2010 წლის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამამ (პროგრამა სათავეს იღებს 2003 წლიდან), საფუძველი დაუდო ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული ქსელის შექმნას სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში. პროფესიული ქსელის ორი ორგანიზაციის დაფუძნებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ახალი სოციალური სწავლებების ინსტიტუტსა (INSS, სომხეთი) და სოციალური პრაქტიკის შემსწავლელ ცენტრს (CSSP, საქართველო).
სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში. საზაფხულო სკოლა ბაზალეთზე გამოქვეყნებული: 8 აგვისტო 2010 2010 წლის 18-24 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, გეორგ-ეკერტის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და გერანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში მოაწყო საზაფხულო სკოლა "სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში".
სამხრეთ კავკასია: ახალი იდენტობის ძიებაში გამოქვეყნებული: 10 აგვისტო 2009 2009 წლის 25-31 ივლისს დაბა ბაკურიანში ჩატარდა მორიგი - მე-6 საზაფხულო სკოლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მიმდინარე წლის და ყოფილმა სტიპენდიატებმა რეგიონიდან, აგრეთვე ფონდის სტიპენდიატებმა გერმანიიდან.