ვის ეკუთვნის ქალაქი: თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა

თბილისი. ერევნის მოედანი
Teaser Image Caption
თბილისი. ერევნის მოედანი. ფოტო "ტფილისის ჰამქრის" არქივიდან

როგორ წარმოუდგენია ხალხის მიერ არჩეულ ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების მასთან ერთად გადაწყვეტა? როგორ ხედავს თბილისის და მისი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს ერთი მხრივ, ქალაქის ხელისუფლება და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება? „ვის ეკუთვნის ქალაქი: თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა“ - დისკუსიაში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის და საკრებულოს, ასევე „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენლები.

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს თბილისი? რატომ არ არსებობს დღემდე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით დედაქალაქის ერთიანი პოლიტიკა? როდის ექნება ქალაქს მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა? რა პრინციპებზე დგას ქალაქგანვითარების პოლიტიკა? რა შეინარჩუნა და დაკარგა თბილისმა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში? როგორ შენდებოდა მე-19 საუკუნის თბილისი 21-ე საუკუნეში? რა შეიცვალა კულტურული მემკვიდრეობის კანონში შეტანილი ცვლილებებით? შეიძლება თუ არა ეშველოს უკვე გასხვისებულ ტერიტორიებს? შესაძლებელია თუ არა რეკრეაციული ზონებისთვის სტატუსის ამაღლება და მათი დაცვა? რა პოზიცია და გეგმები აქვს თბილისის მერიას რამდენიმე კონკრეტულ ობიექტთან - მათ შორის მირზა შაფის ქუჩასთან, გუდიაშვილის მოედანთან, გახმაურებულ „ესტაკადის“ პროექტთან, კუს ტბის შემოგარენთან და ვაკის პარკთან დაკავშირებით, სადაც კვლავ არის საშიშროება, რომ მოვლენებმა რეკრეაციული ზონისთვის შეუფერებელი მიმართულება მიიღოს? როგორ მიმდინარეობს მილიონი ხის პროექტი? როგორ განიტვირთოს სატრანსპორტო ქსელი? და ბოლოს, როგორ დაიბრუნოს საზოგადოებამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება - უფლება ქალაქზე? - გამართული დისკუსიის მთავარი თემებია.



 

ვის ეკუთვნის ქალაქი / Whom City Belongs to: Municipal Self-Governance and Urban Policies Part 2 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

 

ვის ეკუთვნის ქალაქი / Whom City Belongs to: Municipal Self-Governance and Urban Policies Part 3 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube