ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ჩემი სტაჟირება იყო პრაქტიკული, და ამავე დროს შთამაგონებელი. სტაჟირების პირველივე დღიდან ყველამ გუნდის წევრად მიმიღო. მე მომხიბლა მეგობრულმა და პროფესიონალურმა გარემომ. ყოველდღიურად მე მიწევდა მუშაობა კვლევებზე სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, ვესწრებოდი საჯარო დისკუსიებს და მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ღონისძიებებში. მაგრამ სამუშაო პროცესი არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რამაც ჩემი გამოცდილება ასეთი განსაკუთრებული გახადა. რეგიონული ბიუროს დირექტორთან და სხვა კოლეგებთან საუბრის დროს ვიგებდი ახალ იდეებს და კონცეფციებს, რამაც გააფართოვა ჩემი ჰორიზონტები, დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც თანამშრომელი და პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტაჟირება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ჩემთვის კარგი დასაწყისი იყო; ასე ხდება, როდესაც სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდები.
ჩემი ამჟამინდელი პოზიცია და საქმიანობა თითქმის იგივეა, რაც ორი წლის წინ. 2015 წლის სექტემბრიდან სტაჟირებას გავდივარ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტში და მთელ ჩემს დროსა და ენერგიას საყვარელ საქმეს ვუთმობ. 2016 ივნისში, ოსლოს უნივერსიტეტის დამთავრების და მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. მინდა ვიყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლო სამართლიანობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.