მარტინ ბრაითმაიერი

მარტინ ბრაითმაიერი

მიხარია, რომ გადავწყვიტე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში სტაჟირება. ყურადღებიანი თანამშრომლების და დირექტორის ძალისხმევამ, მაქსიმალურად ვყოფილიყავი ჩართული მიმდინარე სამუშაოში, სულ მალე თავი გუნდის სრულფასოვან წევრად მაგრძნობინა.

პოლიტიკის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებებისა და კულტურის სფეროებიდან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ამან უკეთ დამანახა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემები. ფონდის თანამშრომლებს ვეხმარებოდი სომხეთში სამუშაო ვიზიტის ორგანიზებაში და რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის საზაფხულო სკოლის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და საშუალება მომცა საინტერესო ხალხი გამეცნო.

ილუსტრაციის საავტორო უფლება

სტაჟირების დროს განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის დამოუკიდებელი კვლევების ჩატარება, რამაც კონკრეტული საკითხების სიღრმისეული შესწავლის საშუალება მომცა, განავითარა ჩემი როგორც მკვლევარის უნარები და განსაზღვრა ჩემი სამაგისტრო ნაშრომის თემა. მთლიანობაში, თბილისში გატარებული 3 თვე იყო ინტენსიური, საინტერესო და ძალიან სასარგებლო.

ცოტა ხნის წინ მე მოვიპოვე მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში და ამჟამად ვმუშაობ სტაჟიორად ევროკავშირის დელეგაციაში უზბეკეთში.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება