Green Fest - მწვანე პოლიტიკური ფესტივალი (2016)

2016 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით მწვანე პოლიტიკური ფესტივალი ჩაატარეს. ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში მწვანე ფასეულობების გავრცელება, ქვეყნის აქტუალური თემების განხილვა, არსებული ინიციატივების საჯარო პრეზენტაცია და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ახალგაზრდების გააქტიურება წარმოადგენდა.

პროექტი შემდეგი ამოცანების მიღწევას ისახავდა მიზნად:  

  1. ახალგაზრდებში მწვანე თემებისადმი (სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობა, გენდერი, მდგრადი განვითარება, დემოკრატია.) ცოდნის ამაღლება;
  1. პირდაპირი დემოკრატიის პრინციპების გავრცელების საფუძველზე სიტყვა "პოლიტიკის" გადააზრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წახალისება;
  1.  თანამედროვე კულტურულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვა;
  1. მოწვეული პოლიტიკოსების საშუალებით, გადაწყვეტილების მიმღებ
    პირებამდე ახალგაზრდების პრობლემების მიტანა.

ორდღიანმა ფესტივალმა თავი მოუყარა თემატურ და პანელ დისკუსიებს ეკოლოგიური და სოციალური სამართლიანობის, განათლების პოლიტიკის, გენდერული დემოკრატიის და სამოქალაქო აქტვივიზმის შესახებ. ჩატარდა რამდენიმე ვორქშოპი, წიგნის პრეზენტაცია და კულტურული ღონისძიება.

2016 წელს მწვანე ფესტივალს ქალაქ რუსთავის პარკმა უმასპინძლა.

All rights reserved.

ახალი კომენტარის დამატება