ვაკანსია: გენდერული პროგრამის კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს კონკურსს გენდერული პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე

ჩვენს შესახებ:

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა თბილისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: www.ge.boell.org, www.boell.de.

ვაკანსიის შესახებ:

სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში გენდერული დემოკრატიის პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობის მსურველი გაცნობიერებული უნდა იყოს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებში; ის აგრეთვე დაინტერესებული და ინფორმირებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში განვითარებული მოვლენებით.

კანდიდატი უნდა ავლენდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მისიისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას და რეგიონულ ბიუროში ხანგრძლივად მუშაობის ძლიერ მოტივაციას.

სამუშაოს აღწერილობა:

გენდერული დემოკრატიის პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია ფონდის პროექტების განხორციელებაზე გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის სფეროებში.

პროგრამის კოორდინატორი:

  • უზრუნველყოფს გენდერული დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში პროექტების დაგეგმვას, ციკლის მართვას, განხორციელებას და ადმინისტრირებას;
  • უზრუნველყოფს პროექტების ბიუჯეტის შედგენას და  ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მენეჯერულ მხარდაჭერას და ზედამხედველობას;
  • ამყარებს და ავითარებს კონტაქტებს, კავშირებსა და თანამშრომლობას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ადგილობრივ და რეგიონში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ამ მიზნით პერიოდულად მგზავრობს აზერბაიჯანსა და სომხეთში, ან საქართველოს რეგიონებში;
  • პროგრამული მიზნების განსახორციელებლად აკვირდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და სამეზობლოს  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს და ამზადებს რეგულარულ ანალიტიკურ მოხსენებებს.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლების დიპლომი სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებებში;
  • განათლების, დემოკრატიისა და/ან ადამიანის უფლებების სფეროში პროექტების მართვის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება (ბიუჯეტის მართვისა და კონტროლის გამოცდილების ჩათვლით);
  • ქართული, გერმანული ან ინგლისური ენების ძალიან კარგად ფლობა;
  • გამართული და ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთ მოთხოვნილ ენებზე;
  • კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

სასურველია:

  • კანდიდატს ჰქონდეს კვლევითი ან სარედაქციო საქმიანობის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაოს დაწყების თარიღი: 2019 წლის 28 იანვარი.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ (1) თქვენი სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენებზე), (2) CV და (3) სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org  და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "პროგრამის კოორდინატორი 2019" 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 დეკემბერი (12:00 სთ).

დაგვიანებული და არასრული აპლიკაციები არ განიხილება.

ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს წერილობითი ტესტის და/ან გასაუბრების გასავლელად.

წერილობითი ტესტი ჩატარდება 14 ან 15 იანვარს, ზეპირი გასაუბრება - 21 ან 22 იანვარს.

წარმატებას გისურვებთ!