„მწვანე აკადემია“ აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში

„მწვანე აკადემია“ აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.

 

უკანაკსნელი 5 წლის განმავლობაში მწვანე აკადემია გადაიქცა  პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური  გამოწვევების გადააზრების სივრცედ, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღების და კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ.

მწვანე აკადემიას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში ახალი თემები შემოაქვს და მიზნად ისახავს დაგროვილი გამოცდილებით  დისკუსიების გამდიდრებას და თემატურ გადახალისებას.  

2019 წლის საზაფხულო სკოლის ძირითადი თემებია:

  • პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია და საქართველო;

  • უფლება ქალაქზე და ქალაქის პოლიტეკონომიკური განზომილება;

  • გენდერული დემოკრატია;

  • სოციალური მოძრაობები დღეს.

2019 წლის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საზიარო რესურსების (Commons) თემას. წინა წლების მსგავსად, 2019 წლის პროგრამაც ეხმიანება ბოლოდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, აქტივისტურ ჯგუფებში მიმდინარე პროცესებს, მწვავე სოციალურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით საქართველოში და ჩვენს რეგიონში. ამ თემებზე სასაუბროდ მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა უმასპინძლებს საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან არაერთ მეცნიერს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს და პოლიტიკოსს.

მწვანე აკადემიის მონაწილეებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი საშუალებას მისცემს გააგრძელონ მწვანე პოლიტიკის თემებზე მუშაობა მცირე კვლევების ან პროექტების განხორციელების გზით.

2019 წლის მწვანე აკადემია გაიმართება ბაზალეთზე, 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები:

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-დან 32 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება  და ცხოვრობენ საქართველოში. მწვანე აკადემიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტებს,  

სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევრებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც  აინტერესებთ მწვანე პოლიტიკა და ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივიზმში.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 ივნისი, 2019 წ.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

  1. განაცხადის ფორმა
  2. Curriculum Vitae (CV)

მითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@ge.boell.org. წერილის სათაურში ინგლისურ ან ქართულ ენებზე მიუთითეთ პროგრამის დასახელება - მწვანე აკადემია.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი იტოვებს უფლებას გასაუბრებაზე მხოლოდ მოკლე სიაში მოხვედრილი კანდიდატები დაიბაროს.

განაცხადის ფორმა გადმოტვირთეთ მოცემული ბმულიდან.docx

Related Content

  • რა არის "მწვანე აკადემია"?

    მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში

  • ყველაფერი მწვანე აკადემიის შესახებ

    მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.

  • რა არის "მწვანე ქსელი"

    მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნაა.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება