კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის

green wallpaper

მწვანე აკადემია მცირემასშტაბიანი პროექტის  განხორციელების საშუალებას აძლევს მწვანე აკადემიის ყველა მონაწილეს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური დაგარემოსდაცვითი საკითხები აინტერესებთ და აქვთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე პოლიტიკის თემების გარშემო დისკუსიების გაღვივებაში ან მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. პროექტს შესაძლოა ქონდეს კვლევითი ხასიათი ან მიზნად ისახავდეს კონკრეტულ საკითხზე ადვოკატირებას, დისკუსიებს, სამოქალაქო აქტივიზმის სხვადასხვა ფორმების გაძლიერებას.

ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:

  1. გარემოს დაცვა და ურბანული ეკოლოგია
  • ბუნებრივი რესურსები მოპოვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული სოციო-ეკოლოგიური საკითხები;
  • ურბანული ეკოლოგია და ტრანსპორტი;
  • სოფლის მეურნეობა და სურსათი;
  • განახლებადი ენერგიების პერსპექტივები საქართველოსთვის;
  • კლიმატის ცვლილება და საქართველო;
  • მწვანე ჯგუფები და მათი დღის წესრიგი.
  1. ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა
  • სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები;
  • ქალთა ანაზღაურებული და აუნაზღაურებელი შრომის საკითხები;
  • თანამედროვე ფემინისტური/ქალთა/ქვიარ მობილიზება ან/და დღის წესრიგი;
  • ანტი-გენდერული მოძრაობები ;
  • მასკულინობის ვლევები .
  1. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მხარდაჭერა
  • ადგილობრივ (მუნიციპალურ დონეზე), რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანების ჩართულობის საკითხი;
  • ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ დისკუსიების მხარდაჭერა ან ახალი პლატფორმების ჩამოყალიბება.

პროექტების შერჩევა მოხდება შიდა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ჟიური დაკომპლექტდება ფონდის თანამშრომლების და მოწვეული ექსპერტისგან

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდას, რომელიც 2015-2020 წლებში იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის მონაწილე; ფონდი მიესალმება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ განაცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

საპროექტო წინადადების შემთხვევაში:

  • საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით) არ უნდა აღემატებოდეს 14 გვერდს (1 გვერდი - 1800 ასონიშანი სივრცის გარეშე) და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასახავდეს განმცხადებლის (ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, ინდივიდი) გამოცდილებას, მიზნებს (არა უმეტეს 1 გვერდისა), გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით).
  • საპროექტო განაცხადი უნდა ასაბუთებდეს პროექტის მიზანშეწონილობას და უნდა ასახავდეს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს, შესაბამის მონაცემებს (სტატისტიკა, კვლევების დასკვნები, ..), სასურველ შედეგებს და პროექტის გავლენას.
  •  განმცხადებელმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს პროექტის მიზნები და იოლად გასაზომი ამოცანები.
  • სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას შემდეგზე: სამიზნე ჯგუფ(ებ), მეთოდები, განსახორციელებელი საქმიანობები და ამოცანები, გრაფიკი, ადამიანური რესურსი (პროექტის განმახორციელებელი პირების ფუნქციების აღწერა და მათი კვალიფიკაციის დადასტურება).
  • თუ წარმოდგენილი პროექტს კველვითი კომპონენტი აქვს, საჭიროა მოკლე ესსეს მომზადება (4-8 გვერდის მოცულობით). ესუნდა ასაბუთებდეს სასურველი კვლევის მიზნობრიობას და საჭიროებას; კვლევის საორიენტაციო სათაურს, კვლევის მეთოდებს, სამუშაო გეგმას.

საკონკურსო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე tako.antidze@ge.boell.org  შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 მარტი  18:00 სთ.

გრანტი და მისი ადმინისტრირება

პროექტის ბიუჯეტი ლარში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი - მაქსიმალური თანხა 7 000 ლარი.

პროექტის განხორციელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს და უნდა დასრულდეს 2021 წლის 15 ნოემბრამდე .

2021 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს მაქსიმუმ 3 საპროექტო გრანტს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ფონდში საკონტაქტო პირია თამარ ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კოორდინატორი. tako.antidze@ge.boell.org

დაწკაპეთ ამავე სტატიაზე მიბმულ ფაილზე Assets და გადმოწერეთ აპლიკაცია.