მიშა ქურდაძე

Კითხვის დრო: 1 წუთი

მე ვარ მიშა ქურდაძე და ამჟამად ფრანქფურტში (გერმანია) ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სოციალურ და კულტურულ მეცნიერებებს ვსწავლობ. 2014 წლის მაის-ივნისში სტაჟირება გავიარე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაშიც. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში გენდერული დემოკრატიისა და  კონფლიქტების ტრანსფორმაციის სფეროებში.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე „რატომ პოლიტიკა: მოწოდება, პროფესია თუ დასაქმება?“ დასწრება. დისკუსიამ და ფონდის პუბლიკაციებმა, რომლებიც დისკუსიის დაწყებამდე ავიღე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, და მივხვდი, რომ მე სრულიად ვიზიარებ ამ ორგანიზაციის ღირებულებებს: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა. ფონდში სტაჟირებაზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ გადავწყვიტე განაცხადი შემეტანა.

ფონდში მუშაობის დროს მივიღე ძალიან კარგი გამოცდილება. საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა პროექტში, დისკუსიასა და ღონისძიებაში. მაგალითად, ვეხმარებოდი ფონდის თანამშრომლებს თბილისის წიგნების საერთაშორისო ფესტივალის დროს.

ჩემი სტაჟირება დაემთხვა რეგიონული ბიუროს მუშაობის დატვირთულ პერიოდს. ფონდმა რამდენიმე ღონისძიება  მიუძღვნა უკრაინის საკითხს. გამოფენის, ფილმების ჩვენების, დისკუსიის მიზანი იყო უკრაინაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი.

ორგანიზაციის თანამშრომლები გულისხმიერებით, კრეატიულობით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, და მიხარია, რომ მომიწია მათთან ერთად მუშაობა.