პლასტმასა და გლობალური დათბობა

სხვა მასალებთან შედარებით, პლასტმასას ხშირად გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად მიიჩნევენ  სხვა მიზეზებს შორის, მისი სიმჩატის გამო. არადა, პლასტმასის ბუმი საგრძნობლად ზრდის ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიას.

კლიმატის შესახებ 2015 წელს, პარიზში მიღწეული შეთანხმებით, ხელმომწერმა ქვეყნებმა ივალდებულეს, ყველაფერი იღონონ, რათა დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატებამ (პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით) ორ გრადუსს არ გადააჭარბოს და სასურველ ზღვრულ ნიშნულად 1,5-გრადუსიანი მატება დაასახელეს. 2018 წელს გაეროს ეგიდით მოქმედმა კლიმატის ცვლილებების სამთავრობათაშორისო საბჭომ (IPCC) გამოაქვეყნა საგანგებო ანგარიში, რომლის თანახმადაც ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, 2030 წლამდე მსოფლიოში 45 პროცენტით შემცირდეს ე.წ. სათბურის აირების ემისია, ხოლო 2050 წლისთვის ამ კომპონენტის ნეტო მაჩვენებელმა ნულს მიაღწიოს კლიმატის საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსთა ყურადღება, როგორც წესი, გადატანილია ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებზე. არადა, ამ მხრივ მრეწველობასაც უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია: 2010 წელს სათბურის აირების გლობალური ემისიის 30 პროცენტი სწორედ მრეწველობაზე მოდიოდა. ამ ემისიების განუხრელი ზრდის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, პლასტმასის წარმოებაშია საძიებელი. პლასტიკური მასები და სინთეტიკური ბოჭკო ნავთობისა და აირისგან მიიღება. ამ მასალების 99 პროცენტზე მეტი ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენებით მზადდება. მსოფლიო მასშტაბით არცერთ დარგში არ შეინიშნება ნავთობის მოხმარების ისეთი მკვეთრი ზრდა, როგორიც ნავთობქიმიური პროდუქტების დამზადების სფეროში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ვარაუდით, 2050 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნილების ზრდის ნახევარი სწორედ ამ სფეროზე მოვა. 

Კითხვის დრო: 4 წუთი
პლასტმასის პროდუქციის შედეგად მსოფლიოში გამოფრქვეული CO2-ის წილი 1.5 გრადუსიანი მიზნის მისაღწევად 20150 წლამდე დადგენილი ნახშირბადის ბიუჯეტში

ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა: კლიმატის ცვლილებებზე უმეტესად მხოლოდ ამ სფეროებს იხსენებენ. პლასტმასის წარმოება იშვიათად თუ გაახსენდება ვინმეს. 


პლასტმასის წარმოების ზრდა წიაღისეული ნედლეულის ასათვისებლად ახალ ინფრასტრუქტურებს მოითხოვს და ზრდის იმ ემისიების მოცულობას, რომლებიც ატმოსფეროში იფრქვევა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოძიება-მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების პროცესში. 1950-დან 2015 წლამდე მსოფლიოში პლასტმასის წარმოება ორი მილიონი ტონიდან 400 მილიონ ტონამდე გაიზარდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მომდევნო 20 წელიწადში ეს რიცხვი კიდევ გაორმაგდება.

სათბურის მავნე აირები პლასტმასის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ფაზაში გამოიყოფა, დაწყებული წიაღისეული ნედლეულის მოპოვებით, მინარევებისგან გაწმენდითა და გადამუშავებით, დამთავრებული პლასტმასის ნარჩენების გადაყრითა თუ დაწვით. ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს კლიმატის ცვლილების სფეროში დასახული მიზნების მიღწევას.

ეკოლოგიური სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (CIEL) გამოიანგარიშა, რომ 2050 წლისთვის მხოლოდ პლასტიკური მასების წარმოება (ამჟამინდელი მოცულობისა და მისი ზრდის სავარაუდო ტემპის გათვალისწინებით) გამოიწვევს ატმოსფეროში 53,5 გიგატონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტის ემისიას. თუ ამას პლასტმასის ნარჩენების დაწვის პროცესში გამოფრქვეულ ემისიებსაც დავამატებთ, ეს რიცხვი 56 გიგატონას გადააჭარბებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1,5-გრადუსიანი მიზნის მისაღწევად დადგენილი ნახშირბადის გლობალური „ბიუჯეტის” 10-13 პროცენტს მარტო პლასტმასის წარმოება-ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცესები დახარჯავს. მაშინაც კი, თუ 2050 წლის შემდეგ პლასტმასის წარმოება გაცილებით ნელა გაიზრდება, ხოლო მისი დაწვის მაჩვენებელი საერთოდაც არ მოიმატებს, საუკუნის მიწურულისთვის ემისიებმა 260 გიგატონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტს შეიძლება მიაღწიოს, რაც მსოფლიო მასშტაბით გამოყოფილი ნახშირბადების ბიუჯეტის ნახევარზე მეტია. 

მიკროპლასტმასის ნაწილაკების შესაძლო ზეგავლენა ნახშირბადის ბიოლოგიურ ტუმბოზე - ინფოგრაფიკა

ოკეანე შთანთქავს ანთოპოგენური სათბური აირების მეოთხედს. მიკროპლასტიკის  ნაწილაკებით დაბინძურებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნახშირბადის ბიოლოგიურ ტუმბოს. ეს საკითხი მეტ კვლევას საჭიროებს.


ნაკლებად არის ცნობილი, რა შედეგები მოჰყვება პლასტმასისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მინარევებისგან გაწმენდის ცალკეულ ასპექტებს. მაგალითად, აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვებით გამოწვეული ემისიების ოფიციალური სტატისტიკა, ჩვეულებრივ, არ ითვალისწინებს იმ ზეგავლენას, რომელსაც ახალი ჭაბურღილებისა თუ მილსადენებისთვის აუცილებელი ბუნების დაზიანება იწვევს (იქნება ეს ტყეების განადურება თუ სხვა). მილსადენებიდან და გაზის სადგურებიდან დიდძალი რაოდენობით შეიძლება გამოიყოს ძლიერი სათბურის აირი– მეთანი. მთავრობებისა და სამრეწველო კომპანიების მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

პლასტმასა ნაგვის სახითაც მონაწილეობს სათბურის გაზებით ატმოსფეროს დაბინძურებაში. ბოლო ხანს სულ უფრო პოპულარული ხდება პროექტები, რომლებიც პლასტმასის ნაგვის ენერგიის წყაროდ ქცევასა და მისი დაწვით ნაგვის მოცულობის შემცირებას ითვალისწინებს (Waste-to-Energy). ამან, შესაძლოა, საგრძნობლად გაზარდოს სათბურის აირის ემისიები, რადგან პლასტმასის წვის პროცესში ეს აირები დიდი რაოდენობით გამოიყოფა.

დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რა პირდაპირი კავშირია პლასტმასას და სათბურის გაზებს შორის. ზღვებსა და ოკეანეებში მიკროპლასტმასის ნაწილაკების მომრავლებამ, შესაძლოა, შეაფერხოს ბიოლოგიური პროცესები, რომელთა დახმარებითაც წყლის მცხოვრები პლანქტონი ნახშირორჟანგს საკუთარ თავში აკავებს და შემდეგ ნახშირბადს წყლის სიღრმეში გამოყოფს. ამ პროცესს ნახშირბადის ბიოლოგიურ ტუმბოს უწოდებენ. როცა ფიტოპლანქტონი კვდება ან სხვა ორგანიზმების კვების წყაროდ იქცევა და შემდეგ კვლავ გამოიყოფა.მასში დაგროვილი ნახშირბადი ფსკერზე ჩადის. ნახშირბადის ეს ტუმბო უდიდეს როლს ასრულებს ოკეანის, როგორც ნახშირბადის ავზის, ფუნქციონირებაში და დიდად უწყობს ხელს დედამიწაზე სტაბილური კლიმატის შენარჩუნებას. ის მექანიზმები და მასშტაბი, რომელმაც, შესაძლოა, არსებულ ბალანსზე იმოქმედოს, უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით საკმარისად ღრმად არ არის გამოკვლეული.

დაივიწყე ხვალინდელი დღე

იაფი ფიქლის გაზი აშშ-დან იპყრობს ბაზარს, ეს კი ამძაფრებს პლასტმასის კრიზისს მსოფლიოში.