მარიამ ჭანჭალეიშვილი
გენდერული პროგრამის კოორდინატორი

მარიამ ჭანჭალეიშვილი 2019 წლის თებერვლიდან ჰაინრიჰ ბიოლის  ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის გენდერული პროგრამის კოორდინატორია.

2016 წელს მარიამმა მიიღო მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მანამდე კი, სწავლობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიის განხრით.

მარიამი 2015-2018 წლებში მუშაობდა მკვლევრად “გამოყენებითი კვლევების კომპანიაში”, პარალელურად კი ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით პროექტში.