თაკო ანთიძე
კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი

2013 წლის იანვრიდან თაკო ანთიძე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორია. თაკომ, 2013 წელს, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) მიიღო მაგისტრის ხარისხი გარემოს დაცვით მეცნიერებებსა და პოლიტიკაში. ასევე, 2012 წელს, წარმატებით დაამთავრა დერბის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი გარემოს დაცვის მენეჯმენტში. 2011-2012 წლებში, თაკო „BP საქართველოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრად მუშაობდა. 2007 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე, თაკოს სხვადასხვა პოზიცია ეკავა „ფონდ - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში“. 2009 წლიდან, ის, აღნიშნულ ორგანიზაციაში გარემოს დაცვის კოორდინატორად მუშაობდა.

კონტაქტი

ელ.ფოსტა: Tako.Antidze@ge.boell.org