ჩვენი გუნდი გამოქვეყნებული: 27 ნოემბერი 2018 ჩვენ მზად ვართ თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ. გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები, იდეალურ შემთხვევაში შესაბამის ადრესატთან. გაიცანით ჩვენი გუნდი.
მწვანე აკადემია გამოქვეყნებული: 8 ოქტომბერი 2016 მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მეტიც, მწვანე აკადემია კრიტიკულად აანალიზებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების გამოცდილებას, განიხილავს მიკრო და მაკრო მასშტაბების ალტერნატივებს და ცდილობს გადაკვეთის წერტილების იპოვოს საქართველოში და რეგიონში არსებული სხვადასხვა სოციალური მოძრაობების აქტორებს შორის. პირველი მწვანე აკადემია 2015 წელს, საქართველოში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს თუ პოლიტიკოსებს. მწვანე აკადემია, როგორც ადგილობრივი პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობისათვის 2016 წლიდან სომხეთშიც იმართება.
სომხურ-ქართული მეზობლობა: მსგავსი მიმართულებები თუ განსხვავებული გზები? გამოქვეყნებული: 15 დეკემბერი 2017 საქართველო და სომხეთი ცდილობდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას საუკუნეების განმავლობაში. ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სამეზობლო კონკურენცია, თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ ქვეყნების მთავრობებმა გადადგეს მთელი რიგი ნაბიჯები რათა განევითარებინათ საერთო ინიციატივები კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის რეგიონულ დიალოგს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი გამოქვეყნებული: 15 მაისი 2018 16 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ წიგნის სახლ ლიგამუსში გამართა ახალი გამოცემის "საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში" პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე "აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი".
დოსიე. სახიფათო კავშირები: რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში გამოქვეყნებული: 17 ოქტომბერი 2017 რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ცდილობს დომინანტური პოზიციის დამკვიდრებას რეგიონში. მისი სამეზობლო პოლიტიკა მოიცავს როგორც ძლიერი, ასევე რბილი ძალის ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია რუსეთის გავლენის გაფართოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.