ათი წელი აგვისტოს ომიდან: პრაგმატული ოსები, იმედგაცრუებული აფხაზები, „არაპროგნოზირებადი“ რუსები და ჩვენ, ქართველები 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველო კიდევ უფრო დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, რუსეთი - საქართველოს, აფხაზეთი - დამოუკიდებლობას. ალბათ სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ნაიცონალურ პროექტს - გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, უფრო მიუახლოვდა, ვიდრე დაშორდა. ავტორი გიორგი კანაშვილი
„საზღვრებს მიღმა“ დანახული სამხრეთი კავკასია წარმოგიდგენთ სტატიების კრებულის „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ მიმოხილვას. ავტორი თამთა ხალვაში
სამხრეთ კავკასიის ამბები (2018-2019) პროექტი „სამხრეთ კავკასიის ამბები“ მიზნად ისახავს ქართულენოვანი აუდიტორიისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების და ფოტორეპორტაჟების გამოქვეყნების გზით.
დოსიე. სახიფათო კავშირები: რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ცდილობს დომინანტური პოზიციის დამკვიდრებას რეგიონში. მისი სამეზობლო პოლიტიკა მოიცავს როგორც ძლიერი, ასევე რბილი ძალის ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია რუსეთის გავლენის გაფართოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.
ორ არჩევანს შორის: რუსეთის რბილ ძალასთან დაკავშირებული რეალობა ვებ-დოსიე საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევმა მოვლენებმა აზერბაიჯანში სერიოზულად დააზიანა რუსეთის იმიჯი. საზოგადოებრივ მეხსიერებაში მოსკოვი, როგორც იმპერიალისტური ძალა, რამდენიმე მოვლენის გამო ჩარჩა ნეგატიურად. ავტორი ზაურ შირიევი
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები: შემცირებული სარგებელი ვებ-დოსიე საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს როგორც თავის “სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს. ავტორი რიჩარდ გირაგოსიანი
რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები ვებ-დოსიე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა. ეს ხუთი წელიწადი მთელს მსოფლიოში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაშიც, რუსული ,,რბილი ძალის“ მომძლავრებით აღინიშნა; თუმცა, ადგილობრივად ამ რბილ ძალას შეზღუდული ძალა აქვს და გამოკვეთილი გავლენის მიღწევას ვერ ახერხებს. ავტორი გიორგი კანაშვილი
დოსიე: სად არის წონასწორობის წერტილი ყარაბაღში? მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულად ფასობს. ამის მიუხედავად, სისხლიანი კონფლიქტებისა და დროში ღრმად ფესვგადგმული ტერიტორიული კონფლიქტების გამო, ასე სასურველი მშვიდობა რეგიონში ძნელი მისაღწევია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ახლო მომავალში მოგვარების პირი არ უჩანს და არც კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებში შეინიშნება პოლიტიკური დისკუსიების მეშვეობით მისი ტრანსფორმირების მცდელობა.
ვინ ინანებს ნილსონის გარდა? შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპასთან გამარტივებულმა მისვლა-მოსვლამ, ევროკავშირთან ეტაპობრივმა დაახლოებამ აფხაზეთის საზოგადოებაში შვას კონსენსუსი, რომელიც ჩვენს საერთო სახელმწიფოებრიობას გახდის შესაძლებელს? ავტორი ქეთევან ქანთარია
ყირიმი, რუსეთი და ჩართულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კავკასიის კონფლიქტები, სამწუხაროდ, ვულკანებს ჰგავს. ხანმოკლე და გამანადგურებელ ამოფრქვევებს აქ დიდი ხნით სიწყნარე და უმოქმედობა მოჰყვება ხოლმე. ავტორი თომას დე ვაალი