კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის გამოქვეყნებული: 22 ნოემბერი 2022 მწვანე აკადემია მცირემასშტაბიანი პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს მწვანე აკადემიის ყველა მონაწილეს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური დაგარემოსდაცვითი საკითხები აინტერესებთ.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2022 წლის მწვანე აკადემიაში გამოქვეყნებული: 9 ივნისი 2022 მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომელიც გასული 8 წლის განმავლობაში იქცა პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გადააზრების სივრცედ, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღების და კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ.
ვაცხადებთ მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში: სახელმწიფო და საზოგადოება კორონავირუსის დროს გამოქვეყნებული: 3 აგვისტო 2020 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში "სახელმწიფო და საზოგადოება კორონავირუსის დროს მწვანე აკადემიის შესახებ".
მობილობის სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სივრცეები გამოქვეყნებული: 17 იანვარი 2020 კვლევის მიზანია ახსნას მობილობის ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის ხასიათი, დამოკიდებულებები და გამოწვევებთან გამკლავების გზები თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების მაგალითზე. გიორგი კანკია
მწვანე აკადემია 2019 - მწვანე მომავალი, რომელიც გვჭირდება გამოქვეყნებული: 8 აგვისტო 2019 „მწვანე მომავალი, რომელიც გვჭირდება. ალტერნატიული პოლიტიკის ძიებაში“ - სწორედ ამ დასათაურებით შესთავაზა მწვანე აკადემიამ წლევანდელ მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს ხუთდღიანი პროგრამა, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია, საზიარო რესურსები, უფლება ქალაქზე, ნეოლიბერალიზმი და გენდერი, სოციალური მოძრაობები.
ყველაფერი მწვანე აკადემიის შესახებ გამოქვეყნებული: 10 აპრილი 2019 მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.
რა არის "მწვანე ქსელი" გამოქვეყნებული: 10 აპრილი 2019 მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნაა.
როგორ გავხდე "მწვანე აკადემიის" მონაწილე? გამოქვეყნებული: 10 აპრილი 2019 მწვანე აკადემიაში მონაწილეობა შეუძლიათ 21-იდან 33 წლამდე ახალგაზრდებს , რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ და საქართველოში ცხოვრობენ. სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
რა არის "მწვანე აკადემია"? გამოქვეყნებული: 10 აპრილი 2019 მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში
კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის გამოქვეყნებული: 2 ნოემბერი 2018 2019 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს 3 გრანტს.
მწვანე აკადემია 2018 - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები გამოქვეყნებული: 6 აგვისტო 2018 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის მწვანე აკადემიის ფარგლებში, ისევ შემოიკრიბა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მკლევრები. პროგრამა 4 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა, მწვანე ტრანსფორმაცია, საზოგადოება და ბრძოლების დაკავშირება.
კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის გამოქვეყნებული: 18 ოქტომბერი 2017 მწვანე აკადემია სრულფასოვანი კვლევების განხორციელების საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.
მწვანე აკადემია 2017 - ბრძოლების გადაკვეთა გამოქვეყნებული: 3 აგვისტო 2017 2017 წლის 22-27 აგვისტოს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მწვანე აკადემიის მესამე საზაფხულო სკოლას ბრძოლების გადაკვეთა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი უმასპინძლა.
მწვანე აკადემია 2017 - მონაწილის ანგარიში გამოქვეყნებული: 1 აგვისტო 2017 2017 წელს მწვანე აკადემიას ბაზალეთზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გერმანელი სტიპენდიატებიც შემოუერთდნენ. გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის, კორინა ჰილებრანდ-ბრემის შთაბეჭდილებებს საქართველოში მოგზაურობის და აკადემიის შესახებ.
ბრძოლების გადაკვეთა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი გამოქვეყნებული: 2 ივნისი 2017 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2017 წლის მწვანე აკადემიაში! ღონისძიება ჩატარდება 22-28 ივლისს, ბაზალეთში!
შთაბეჭდილებები მწვანეების საერთაშორისო კონგრესიდან გამოქვეყნებული: 21 აპრილი 2017 2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. ლივერპულში გლობალური მასშტაბის კონფერენციაზე შეკრებილ მწვანე პოლიტიკური ღირებულებების ქვეშ გაერთიანებულ 2000-მდე დელეგატს და 103 პარტიას საშუალება მიეცათ დისკუსიები გაეშალათ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა ჩვენს საზოგადოებაში.
კამპანიები სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის სომხეთსა და საქართველოში გამოქვეყნებული: 19 დეკემბერი 2016 2016 წლის 9-11 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა მწვანე აკადემიის შემოდგომის სესიის მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიასა და თურქეთიდან. 3-დღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთიდან ახალგაზრდა მწვანე აქტივისტებისთვის მცირე მასშტაბის კამპანიების ალტერნატიული ფორმების გაცნობას.
ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში გამოქვეყნებული: 18 აპრილი 2016 2016 წლის 22-24 მარტს, ქ. წახკაძორში (სომხეთი) ჩატარდა მწვანე აკადემიის საგაზაფხულო შეხვედრა ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში. ღონისძიება სოციალური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, გარემოს დამცველებისთვის, ფემინისტებისთვის და ურბანისტებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის წლევანდელი პროგრამა მწვანე პოლიტიკის დისკურსში სხვადასხვა საკითხების გადააზრებას დაეთმო.
მწვანე აკადემია 2015. მოქალაქეები მწვანე ტრანსფორმაციისთვის. გამოქვეყნებული: 17 სექტემბერი 2015 ახალი ინიციატივა, რომელსაც „მწვანე აკადემია“ ჰქვია, პირველი ნაბიჯია, რაც მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად გადადგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ.