ზემო სვანეთი - განვითარების პროექტების ადგილი გამოქვეყნებული: 12 ნოემბერი 2024 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პოდკასტი გთავაზობთ ინტერვიუს მკვლევარ ლინა ღვინიანიძესთან. ლინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიანტია. თუთა ჩხეიძე
აეროპორტი, უთანასწორო განვითარება და ბორტგამცილებლების შრომა ქუთაისში გამოქვეყნებული: 22 ნოემბერი 2023 სტატია ეხება კაპიტალისტური განვითარების თავისებურებას საქართველოს სიდიდით მეოთხე ქალაქში – ქუთაისში და გვთავაზობს ავტორის დაკვირვებებს ქალაქის უთანასწორო განვითარებაზე, შრომით მიგრაციასა და ტურიზმზე. დათო ლაღიძე
ზემო სვანეთი: მუდმივი დაძაბულობის ადგილი (ლიტერატურის მიმოხილვა) გამოქვეყნებული: 9 ნოემბერი 2023 წინამდებარე ტექსტი მიზნად ისახავს აჩვენოს ზემო სვანეთში მიმდინარე პროცესების მრავალმხრივობა და კომპლექსურობა, რაც ამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში დაგეგმილ განვითარების პროექტებსა და ადგილზე მიმდინარე სხვადასხვა პრაქტიკას უკავშირდება. ლინა ღვინიანიძე
სხეულის ახლებურად გააზრება და თმის დაკარგვასთან დაკავშირებული გარეგნობის გარდაქმნის პრაქტიკები გამოქვეყნებული: 18 ოქტომბერი 2023 სტატია ემყარება ქეთევან ლაფაჩის მიმდინარე სადოქტორო კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს თმის დაკარგვასთან დაკავშირებული პრაქტიკების შესწავლასა და გაანალიზებას. ამ პრაქტიკების კონცეპტუალიზაციისთვის ავტორი მიმოიხილავს ლიტერატურას, რომელიც სხეულისა და დისკურსის ურთიერთმიმართებას აანალიზებს, ასევე ეხება იმ აკადემიურ ტექსტებს, რომლებიც აქცენტს სხეულის ახლებურად გაგებაზე აკეთებენ. ქეთევან ლაფაჩი
პოდკასტი: რიონის მცველთა ბრძოლა მიწისა და წყლისთვის გამოქვეყნებული: 16 ოქტომბერი 2023 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიის ახალ ეპიზოდს, სადაც ვსაუბრობთ მკვლევარ ლიკა ჯალაღანიასთან. თუთა ჩხეიძე
მოქალაქეობისა და სახელმწიფოების მიჯნაზე: ჩეჩნეთიდან ლტოლვილები პანკისში გამოქვეყნებული: 4 ოქტომბერი 2023 სტატია მოკლედ მიმოიხილავს 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ჩამოსული ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების ისტორიას, გამოცდილებას და ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ პოლიტიკას 2000-იანი წლებიდან დღემდე. მარიამ შალვაშვილი
პოდკასტი: პატრიარქატი კაცების არყოფნაში გამოქვეყნებული: 7 ივნისი 2023 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პოდკასტი წარმოგიდგენთ ინტერვიუს ფემინისტ მკვლევარ თამთა თათარაშვილთან. თუთა ჩხეიძე
რიონის ხეობის პროტესტი და „მოქალაქეობის“ გარდაქმნის პოტენციალი (ლიტერატურის მიმოხილვა) გამოქვეყნებული: 7 დეკემბერი 2022 სტატია შეეხება რიონის ხეობის პროტესტის კონტექსტში ახალი პოლიტიკური მოქალაქეობის დაბადების და თვითშექმნის პოტენციალებს. ლიკა ჯალაღანია
ქუთაისის აეროპორტი: მიგრაციის ინფრასტრუქტურა და მშრომელების სევდა საკუთარი ადგილის ძიებაში გამოქვეყნებული: 15 ნოემბერი 2022 ვსაუბრობთ ქუთაისის აეროპორტზე. კერძოდ, თუ როგორ აწარმოებს პრეკარიულ შრომას ერთი შეხედვით წარმატებული პროექტი ქალაქში. თუთა ჩხეიძე
პატრიარქატი კაცების არყოფნაში გამოქვეყნებული: 9 ნოემბერი 2022 ტექსტი ეხება სომხეთში მამაკაცების სეზონური შრომითი მიგრაციის პირობებში ოჯახებს შიგნით შრომისა და ძალაუფლების გენდერულ გადანაწილებათა ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს. თამთა თათარაშვილი
პოდკასტი: პანკისიდან დანახული უნდობლობის მზერა გამოქვეყნებული: 21 სექტემბერი 2022 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ინტერვიუს მკვლევარ მარიამ შალვაშვილთან. პოდკასტში ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს პანკისისადმი მიმართულ დაეჭვების მზერას ხეობაში მაცხოვერებელ ადამიანებზე და რა ტიპის უნდობლობას და შფოთს აწარმოებს ამგვარი მზერა პანკისელებში. თუთა ჩხეიძე
ეჭვებით შეპყრობილნი? უნდობლობა და შეთქმულების თეორიები აკადემიურ ლიტერატურაში გამოქვეყნებული: 16 ივლისი 2021 პროცესების ალტერნატიული ახსნა, რომელსაც ხშირად შეთქმულების (კონსპირაციულ) თეორიას უწოდებენ, უმეტესად ერთ ფაბულას იმეორებს – რაც ზედაპირზე ჩანს, ყველაფერი სიმართლე არ არის, არსებობს უხილავი ძალაუფლება და განზრახვები, რომელიც ფასადის უკან იმალება. მარიამ შალვაშვილი
თანამედროვე აეროპორტების ეთნოგრაფია გამოქვეყნებული: 29 ივნისი 2021 ქუთაისის აეროპორტში სტუმრობისას ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა – რატომ გადაწყდა ამ ადგილზე აეროპორტის აშენება, რატომ კოპიტნარში და არა სხვაგან? დათო ლაღიძე