პერფორმანსი “საზღვრებს მიღმა დაკავშირებული ისტორიები” (2014) გამოქვეყნებული: 20 ნოემბერი 2014 (დასრულებული პროექტი) სტერეოტიპების რღვევა და იმ ადამიანების ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება, რომლებიც „მტრებად“ ითვლებიან - სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ახალგაზრდა სომეხი და თურქი ქალების ჯგუფი გაერთიანდა.
კინოექსპრესი: სომხეთი-საქართველო (2014) გამოქვეყნებული: 19 ივნისი 2014 (დასრულებული პროექტი) პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა, მიზნად ისახავდა კულტურის (კონკრეტულად კი კინოს) გამოყენებას ინტერკულტურული დიალოგის წარმართვისთვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის, შერიგებისა და სოციალური სამართლიანობის და სოციალურ-კულტურული მონაწილეობის მხარდაჭერისთვის სომხეთსა და საქართველოში.
დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში (2014) გამოქვეყნებული: 23 თებერვალი 2014 (დასრულებული პროექტი) 2014 წლის თებერვალში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (ერევანი, სომხეთი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში.