პუბლიკაციები - გარემოს დაცვა და ენერგეტიკა

პუბლიკაციის ყდა

ტრანსკავკასიური საუღელტეხილო რკინიგზა და წინააღმდეგობა საბჭოთა საქართველოში

გამოქვეყნებული: 8 ივლისი 2024
გასული საუკუნის 1970-იან წლებში, საბჭოთა კავშირში დამტკიცდა ტრანსკავკასიური საუღელტეხილო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი – 188-კილომეტრიანი რკინიგზის, რომელიც მოიცავდა ასამდე ხიდსა და 23,5-კილომეტრიან გვირაბს, სადგურ ქსნიდან არაგვის ხეობის გავლით ფშავ-ხევსურეთს გაივლიდა, გადაკვეთდა კავკასიონის ქედს, გაივლიდა ინგუშეთს და საბოლოოდ, ქალაქ ორჯონიკიძესთან, სადგურ ბესლანს შეუერთდებოდა. 
საქართველოს მზაობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისადმი

საქართველოს მზაობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისადმი

გამოქვეყნებული: 10 ივნისი 2024
კლიმატის ცვლილება გლობალური პროცესია. მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ისეთი გლობალური მიდგომების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად მიმართულია როგორც კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისაკენ, ასევე მისი უარყოფითი ზემოქმედების შესუსტებისაკენ. 
ყდა

საქართველოს ენერგეტიკული ტრანზიცია

გამოქვეყნებული: 11 მარტი 2024
დოკუმენტის მიზანი არ არის დაგეგმილი პოლიტიკის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი. დოკუმენტი განკუთვნილია დაინტერესებული მკითხველების ფართო წრისთვის, რათა გამოკვეთოს ენერგეტიკულ ტრანზიციის საკვანძო საკითხები და წაახალისოს დისკუსია ამ მიმართულებით.
Rioni Valley haindpainted illustration

რიონის ხეობის ბრძოლა პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ველში

გამოქვეყნებული: 9 დეკემბერი 2022
ლელა რეხვიაშვილის ეს ნაშრომი ჩემთვის, როგორც არა ამ ბრძოლაში ასევე ჩართული ადამიანისთვის, არამედ, ამ შემთხვევაში, როგორც კონკრეტული წიგნის რედაქტორისთვის თავდაუზოგავი ბრძოლისა და თეორიული (თვით)კრიტიკულობის იშვიათი მაგალითია თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოს აქტივისტური თუ აკადემიური წრეებისთვის.
Food waste. Peering into a dumpster at the GI Market.

სურსათის ნარჩენების მართვის ძირითადი მიმართულებები

გამოქვეყნებული: 29 ივლისი 2020
სურსათის ნარჩენების პრობლემურობა რამდენიმე განზომილებას მოიცავს, ესენია: გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები. ნარჩენების არასწორად მართვა კი დაკარგული, ტყუილად დახარჯული რესურსია.
მზის ენერგეტიკა საქართველოში

მზის ენერგეტიკა საქართველოში

გამოქვეყნებული: 22 ივლისი 2020
კვლევა მიზნად ისახავს მზის ელექტრული სადგურების შესაძლებლობების, მათი საჭიროებების კვლევასა და ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით არსებული იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რაც მზის ელექტროენერგეტიკის განვითარებას აფერხებს ქვეყანაში.
მასობრივი ტურიზმი საქართველოში - პუბლიკაციის ყდა

მასობრივი ტურიზმის გავლენა ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე

გამოქვეყნებული: 15 ივლისი 2020
ტურიზმის სტრატეგიის არარსებობის შემთხვევაში, თვითნებურად და ქაოტურად ვითარდება მასობრივი/ჭარბი ტურიზმი, რაც უკვე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შეინიშნება. 
რიცხვები და ფაქტები პლასტმასით სავსე სამყაროზე

პლასტმასის ატლასი

გამოქვეყნებული: 24 ივნისი 2020
პლასტმასის ატლასის შექმნაზე მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და მოძრაობა "დაიხსენი თავი პლასტმასისგან. პირველი საერთაშორისო ვერსია გამოიცა ინგლისურ ენაზე. მოგვიანებით კი ითარგმნა ქართულ ენაზე. ქართულენოვან პუბლიკაციაში რამდენიმე სტატიაა საქართველოში პლასტმასის ნარჩენებსა და მართვაზე.

მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ

გამოქვეყნებული: 15 ოქტომბერი 2019
პუბლიკაცია "მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ" წარმოადგენს თარგმანების კრებულს და ის შემდეგ საკითხებს ეხმიანება.

ევროპის “ენერგეტიკული გაერთიანება” და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში

გამოქვეყნებული: 8 იანვარი 2018
წიგნი წარმოადგენს პუბლიკაციების კრებულს, რომელიც მომზადდა ანალიტიკური ცენტრის «მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის» (WEG) მიერ განხორციელებული და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დაფინანსებული პროექტის «ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში ცნობიერების გაზრდისა და სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარებით» ფარგლებში.

წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები

გამოქვეყნებული: 8 იანვარი 2018
წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში.

მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

გამოქვეყნებული: 5 დეკემბერი 2016
წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინ­რიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშ­რომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

გამოქვეყნებული: 30 ოქტომბერი 2015
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს 2015 წელს ჰბფ სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ განხორციელებული და ამავე წლის ივნისში ინგლისურ ენაზე გამოცემული კვლევის „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი” ქართულ ვერსიას. კვლევა ეფუძნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2015 წლის მაისის თვემდე არსებულ მონაცემებს.

ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია

გამოქვეყნებული: 17 მარტი 2015
როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?

რესურსების პოლიტიკა სამართლიანი მომავლისთვის

გამოქვეყნებული: 5 ივნისი 2014
Publication Series on Ecology 38: How could a just and democratic resource politics look like that respects both planetary boundaries and human rights? The Memorandum “Resource Politics for a Fair Future” is the outcome of a two-year international dialogue process of the Heinrich Böll Foundation.

საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია

გამოქვეყნებული: 27 მარტი 2014
პუბლიკაციით „საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ქართულ პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეს სთავაზობს საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტის (1987-2003 წწ) ანალიზს.