კვლევა WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით განახორციელა. მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას.
სტატიაში წარმოდგენილია 1917-1921 წლებში საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ისტორია, მათი საქმიანობა რუსეთის საიმპერიო რეჟიმის პირობებში, მათი მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდში.
ნაშრომში გაანალიზებულია 1918-1921 წლების მოვლენების გადაფასების პროცესი, რაზე დაკვირვებაც ხდება იმჟამად მოღვაწე ისტორიკოსთა ნაშრომების, ოფიციალური დოკუმენტებისა თუ განცხადებების საფუძველზე.
"საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" ისტორია იმჟამინდელი საზოგადოების სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის აქამდე უცნობი ეპიზოდია. სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის კვლევა კი დღეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, რას დაეფუძნა წარსულში ურთიერთდახმარების ასეთი ძლიერი მოძრაობა და ვიმსჯელოთ - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეგვიძლია თუ არა თანამედროვე, მძიმე სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და რადარამი წარმოგიდგენთ ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ქართულენოვან თარგმანს. ეს წიგნი ავტორის ზუსტი ხედვისა და ლიტერატორის დახვეწილი თხრობის ნაზავია, ის ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია და ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს.
როგორც ჩანს, იოსებ სტალინი არ მომკვდარა. საბჭოთა ლიდერი, რომელიც თავისი 30-წლიანი მმართველობის განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი, სამწუხაროდ, კვლავაც იწვევს დიდ აღტაცებას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პუბლიკაციაში "ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად" შესულია 49 ფოტო და 3 ესე, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის ანაბეჭდია თანამედროვე საქართველოში. ეს რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ: დევნიდა საკუთარ მოქალაქეებს, უზღუდავდა მათ სიტყვის, არჩევანისა და გადაადგილების თავისუფლებას, უთვალთვალებდა და ძალადობდა მათზე.
ამ წიგნის ძირითად ბირთვს შეადგენს ალჟირის ტყვე ქალთა შვილების ნაამბობი, სადაც ერთიანდება ორი მეხსიერება - თვით პატიმართა მეხსიერება, ნაწილობრივად შემონახული მათი მონაყოლის, წერილებისა და დოკუმენტების სახით და ის, რაც ახსოვთ მათ ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს.