რას ნიშნავს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ზრუნვის და ბუნებრივი რესურსების ამოწურვისკენაა გეზი აღებული, და არა შენარჩუნების, განახლებისა და გამოკვებისკენ? ვინ და რა იღებს სარგებელს ზრუნვის კრიზისისგან და რა გრძნობებს და ქმედებებს აქვს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა?
ახალი ორენოვანი გამოცემა „გაწყალებული: მღვრიე კალაპოტების ტოპოგრაფია“ აერთიანებს რვა ინტერდისციპლინარულ ტექსტს და იკვლევს წყალს ჰიდროფემინისტური, პოლიტ-ეკოლოგიური და დეკოლონიური პერსპექტივებიდან.
საფო მგელაძის „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი” მართლაც მნიშვნელოვანი ტექსტია ბევრი თვალსაზრისით. ის ჟანრობრივად მოუხელთებელია, თუმცა დოკუმენტურ პროზას და მემუარს შორის იკვეთება, აქვს დღიურის ელემენტებიც და ერთმნიშვნელოვნად მწერლის „ბიოგრაფიის და შემოქმედების გასაღებს” წარმოადგენს (კუპრეიშვილი, 2023).
„მასკულინურები სამხრეთ კავკასიაში: ფორმები, იერარქიები და გამოწვევები“ ინტერდისციპლინური, კრებულია, რომელშიც შესულია აკადემიური სტატიები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები, ზეპირი ისტორიები და ილუსტრაციები.
აქ წარმოდგენილი თარგმანები საქართველოში გენდერის კვლევების სხვადასხვა კურსის სილაბუსებში უკვე მოიძებნება. მოხარულები ვართ, რომ მაღალი დაინტერესიდან გამომდინარე, კრებულის მეორე გამოცემა უკვე მკითხველის ხელშია.
წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰბფ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას.
პუბლიკაცია "მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ" წარმოადგენს თარგმანების კრებულს და ის შემდეგ საკითხებს ეხმიანება.
„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს.
თბილისი ყოვედღიურად ახალ იერ-სახეს იძენს. ამბიციური სამშენებლო პროექტები და მსხვილი უცხოური ინვესტიციები მუდმივად ცვლიან ქალაქის ლანდშაფტს. ეს უხეში განვითარება ხდება ქალაქის მაცხოვრებლებს შორის დისკუსიის საფუძველი: რა უნდა შენარჩუნდეს და რისი შეცვლაა შესაძლებელი? რისი გაყიდვა შეიძლება და რა ეკუთვნის საზოგადოებას? რისი დამახსოვრება გვინდა და რა არის ჩვენი ინსპირაციის წყარო?
წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. მეორე კრებულისთვის შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიები შეირჩა. ამავე დროს, ვეცადეთ, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინტერესო.
წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში.
"საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" ისტორია იმჟამინდელი საზოგადოების სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის აქამდე უცნობი ეპიზოდია. სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის კვლევა კი დღეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, რას დაეფუძნა წარსულში ურთიერთდახმარების ასეთი ძლიერი მოძრაობა და ვიმსჯელოთ - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეგვიძლია თუ არა თანამედროვე, მძიმე სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.
საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, – ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. ქალებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს საჯარო სივრცის ფიზიკურად დაკავების უფლება, თუმცა, ქართულ კონტექსტში ეს უკანასკნელი დღემდე არაა გენდერულად მგრძნობიარე და ქალების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე მორგებული.
წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშრომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.
ჩვენი ახალი პუბლიკაციით გვინდა, სისტემურად და კრიტიკულად გავაანალიზოთ ბოლო წლების (2007-2015) თბილისში აღმოცენებული ურბანული მოძრაობები; განვსაზღვროთ თბილისის სა(მო)ქალაქო მოძრაობებში ჩართულ ძირითად ჯგუფთა თავისებურებები და სტრატეგიები.