წიგნები და პუბლიკაციები

Tbilisi. Archive in Transition

თბილისი ყოვედღიურად ახალ იერ-სახეს იძენს. ამბიციური სამშენებლო პროექტები და მსხვილი უცხოური ინვესტიციები მუდმივად ცვლიან ქალაქის ლანდშაფტს. ეს უხეში განვითარება ხდება ქალაქის მაცხოვრებლებს შორის დისკუსიის საფუძველი: რა უნდა შენარჩუნდეს და რისი შეცვლაა შესაძლებელი? რისი გაყიდვა შეიძლება და რა ეკუთვნის საზოგადოებას? რისი დამახსოვრება გვინდა და რა არის ჩვენი ინსპირაციის წყარო?

საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს სტატიებს კრებულს, რომელიც თავდაპირველად 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. მეორე კრებულისთვის შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიები შეირჩა. ამავე დროს, ვეცადეთ, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინტერესო.

ჰაინრიჰ ბიოლი - 100: მწერალი და მოქალაქე

2017 წლის 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილეა. მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის აღსანიშნავად ამ გამოცემით ვიგონებთ გერმანელ მწერალსა და ინტელექტუალს, რომლის სახელსაც ატარებს მწვანე პოლიტიკური ფონდი.

ევროპის “ენერგეტიკული გაერთიანება” და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში

წიგნი წარმოადგენს პუბლიკაციების კრებულს, რომელიც მომზადდა ანალიტიკური ცენტრის «მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის» (WEG) მიერ განხორციელებული და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დაფინანსებული პროექტის «ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში ცნობიერების გაზრდისა და სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარებით» ფარგლებში.

წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები

წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში.

მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინ­რიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშ­რომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.

ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში

ჩვენი ახალი პუბლიკაციით გვინდა, სისტემურად და კრიტიკულად გავაანალიზოთ ბოლო წლების (2007-2015) თბილისში აღმოცენებული ურბანული მოძრაობები; განვსაზღვროთ თბილისის სა(მო)ქალაქო მოძრაობებში ჩართულ ძირითად ჯგუფთა თავისებურებები და სტრატეგიები.

წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე

პუბლიკაცია “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ” წარმოადგენს კვლევის ანგარიშს და მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში”.