პუბლიკაციები - გარემოს დაცვა და ენერგეტიკა

მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინ­რიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშ­რომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს 2015 წელს ჰბფ სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ განხორციელებული და ამავე წლის ივნისში ინგლისურ ენაზე გამოცემული კვლევის „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი” ქართულ ვერსიას. კვლევა ეფუძნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2015 წლის მაისის თვემდე არსებულ მონაცემებს.

ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია

როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?

რესურსების პოლიტიკა სამართლიანი მომავლისთვის

Publication Series on Ecology 38: How could a just and democratic resource politics look like that respects both planetary boundaries and human rights? The Memorandum “Resource Politics for a Fair Future” is the outcome of a two-year international dialogue process of the Heinrich Böll Foundation.

საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია

პუბლიკაციით „საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ქართულ პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეს სთავაზობს საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტის (1987-2003 წწ) ანალიზს.