SovLab

მეოცე საუკუნის საქართველო ოც კადრში - იანვარი

გამოქვეყნებული: 6 მაისი 2015
1921 წლის შემდეგ „საბჭოთა ქვეყანაში“ გაუქმებული რელიგიური დღესასწაულებისას ეკლესიის ზარების კანტიკუნტი ხმა ძველი ცხოვრების ექოდ ისმოდა - ერთგვარი ფაქტობრივი დასაბუთება იმისა, რომ თითზე ჩამოსათვლელი გაბედული და მტკიცე მოქალაქეები ათასგვარი სამართლებრივი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ „მორწმუნეთა საზოგადოების“ დარეგისტრირების გზით და, შესაბამისად „შავ სიაში“ მოხვედრისა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის საფრთხის ქვეშ, მაინც ახერხებდნენ და კვლავაც უხანგრძლივებდნენ არსებობას ერთ დროს ძლევამოსილსა და მდიდარ ინსტიტუტს, იმ დროისათვის კი იურიდიულად არარსებულ ეკლესიას.