სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში

დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, და ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი

2013 წლის ივნისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მუშაობის 10 წლის იუბილე აღნიშნა.

ამასთან დაკავშირებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს წარმომადგენელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიური სფეროს მოღვაწეებთან ერთად 5-6 ივნისს ორდღიანი კონფერენცია გამართა. ფონდის პრიორიტეტების და რეგიონში მისი ათწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ძირითადი აქცენტი ბოლო დეკადის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მმართველობის, პოლიტიკური კულტურისა და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის საკითხებზე გაკეთდა. შესაბამისად, კონფერენციის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში.  

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება დავით უსუფაშვილმა. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენელი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორები ჩარლზ ფერბენქსი, ლინკოლნ მიტჩელი, ადრიან ბრისკუ და იანა კობზოვა.

ორდღიანმა კონფერენციამ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში უკანასკნელი 10 წლის განვითარების ტენდენციები შეაჯერა, რომლებშიც, ნაწილობრივი, მოკრძალებული წვლილი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსაც აქვს შეტანილი. შესაბამისად, კონფერენციის მონაწილეები ფონდის საქმიანობის, ზრუნვის სფეროებისა და გამოცდილების საფუძველზე გამოკვეთილ ოთხ თემატურ პლატფორმაში მონაწილეობდნენ:

1. სამხრეთ კავკასია - სამი ქვეყანა: ერთი რეგიონი?
2. მოდერნიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია: თეორია და პრაქტიკა
3. ბრძოლა საჯარო სივრცისათვის: სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ქუჩის აქტივიზმს შორის
4. კავკასიური ცარცის წრე: დასავლეთის ჩართულობის აღქმა და მიდგომები
 
კონფერენცია 6 ივნისს კულტურული ღონისძიებით და საზეიმო მიღებით დასრულდა. არაფორმალურ და არაპროტოკოლურ გარემოში წარმოჩენილი იქნა ფონდის და მისი პარტნიორების დამსახურება დემოკრატიის, მშვიდობის და მდგრადი განვითარებისთვის, და რეგიონის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ განსაკუთრებულად აღნიშნა რეგიონში თავისი საქმიანობისას შეძენილი მეგობრების და პარტნიორების წვლილი აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის დემოკრატიზაციასა და განვითარებაში.

 
 
Image removed.კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი

სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე

მისალმება
ნინო ლეჟავა, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, თბილისი
დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისი

სამხრეთ კავკასია  – სამი ქვეყანა: ერთი რეგიონი?

მოდერნიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია: თეორია და პრაქტიკა

  • სალომე ასათიანი, რედაქტორი, რადიო თავისუფლება, პრაღა
  • რაჰმან ბადალოვი, წამყვანი მკვლევარი,  ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ბაქო
  • სერგეი რუმიანცევი, სოციოლოგი, ბაქო/ბერლინი
  • გაიანე შაგოიანი, მკვლევარი, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ერევანი
  • დისკუსია

ბრძოლა საჯარო სივრცისათვის: სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ქუჩის აქტივიზმს შორის

კავკასიური ცარცის წრე: დასავლეთის ჩართულობის აღქმა და მიდგომები

  • ვალტერ კაუფმანი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის აღმოსავლეთ დასამხრეთ ევროპის დეპარტამენტი სხელმძღვანელი, ბერლინი
  • ადრიან ბრისკუ, მკვლევარი, პროექტი „ევროპა 1815-1914“, ჰელსინკის უნივერსიტეტი, ჰელსინკი
  • იანა კობზოვა, პროგრამის „ფართო ევროპა“ კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭო, ლონდონი
  • ჩარლზ ფერბენქსი, უფროსი მკვლევარი, ჰადსონის ინსტიტუტი, ვაშინგტონი/თბილისი
  • ლინკოლნ მიტჩელი, მკვლევარი, ჰარიმანის ინსტიტუტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი
  • მანანა ქოჩლაძე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის კოორდინატორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, თბილისი
  • დისკუსია