დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში (2014)

დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში (2014)

Creator: IDHR. All rights reserved.

2014 წლის თებერვალში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (ერევანი, სომხეთი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტის - დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში - განხორციელება.

პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული და მრავალფეროვანი საჯარო სივრცის ჩამოყალიბების ხელშეწყობას მაშტოცის პარკში (ერევანი, სომხეთი), რაც ასევე გულისხმობს ამ სივრცის გამოყენებას სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფების გასაძლიერებლად. შესაბამისად, გათვალისწინებულია მაშტოცის პარკის გადაქცევა დემოკრატიული, მონაწილეობითი, მრავალფეროვანი ღია საჯარო სივრცის მოდელად.

პროექტი ფოკუსირებულია სამოქალაქო აქტივიზმის იმ სფეროებზე, სადაც სამოქალაქო ცნობიერების გარკვეული ხარისხი მიღწეულია და რომელიც შემდგომ მხარდაჭერას და გაძლიერებას საჭიროებს. პროექტის პირდაპირი და უპირველესი მიზანია ხელი შეუწყოს ქალების და იმ ჯგუფების გაძლიერებას, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში ცვლილების ლიდერობის სურვილი აჩვენეს. ესენი არიან სტუდენტები, გარე მოვაჭრე ქალები, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ბავშვთა სახლებში არიან აღზრდილი (მთელი თავისი ჯანმრთელობის დაცვის, სახლობის, შრომითი და ოჯახური ძალადობის პრობლემებით). პროექტის საბოლოო შედეგი ადამიანზე ორიენტირებული, დემოკრატიული საჯარო სივრცეების მხარდაჭერა იქნება. ამგვარად, ჭეშმარიტად თავისუფალი საჯარო სივრცის განვითარება დემოკრატიული სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის გაფართოვებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

 

ტრანსფორმერი: კულტურა ბორბლებზე

ამ ზაფხულს სომხეთში ახალი „მოძრავი“ საჯარო სივრცე აღმოცენდა. 2014 წლის მაისსა და ივნისში ქალაქები იჯევანი და გიუმრი მრავალფუნქციურ საბარგო ავტომობილს - ტრანსფორმერს მასპინძლობდნენ, რომელიც მთელს ქვეყანაში მოგზაურობს და გარემოს დაცვით, სოციალურ თუ სამოქალაქო პრობლემებზე სხვადასხვა ტიპის კულტურული აქტივობის შემთავსებელ პლატფორმად გადაიქცევა.

„დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (IDHR) „ტრანსფორმერის“ საშუალებით გიუმრისა და იჯევანის მოქალაქეებს დოკუმენტური ფილმები „იყო მოქალაქე“ (რეჟისორი დავით სტეპანიანი, 2012) და „ბერკლი 60-იანებში“ (რეჟისორი მარკ კიტჩელი, 1990) შესთავაზა. ფილმების ჩვენების მიზანი ადგილობრივი თემის ცნობიერების გაზრდა იყო ისეთ საკითხებზე, როგორიც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის და საკუთარი უფლებების დაცვის მნიშვნელობაა. ფილმის ჩვენებებს დისკუსიებიც მოყვა, რომლებზეც ადგილზე არსებული აქტუალური საკითხები გაჟღერდა. მოქალაქეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში დაგროვილი საკუთარი გამოცდილება.

ტრანსფორმერი: კულტურა ბორბლებზე ინიცირებულია 2001 წელს დაფუძნებული შემოქმედებით-კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის Utopiana.am (www.utopiana.am) მიერ. იგი წარმოადგენს აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის, დებატების, სწავლებისა და სოციალურ-კულტურული სამოქალაქო დიალოგის უნიკალურ პლატფორმას. ტრანსფორმერის საქმიანობა სომხეთის სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა ორგანიზაციას, ინდივიდსა და სამოქალაქო ჯგუფს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთ მხარდაჭერის პრინციპს ეფუძნება. ეს ინიციატივა საჯარო სივრცის ახლებურ გაგებას და უკეთ გათვითცნობიერების საშუალებას იძლევა.

 

დედა სომხეთი: არტ მანიფესტაცია

ფინელმა ხელოვანმა ანნა-ლეა კოპპერიმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტთან (IDHR) თანამშრომლობით „დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, არტ მანიფესტაცია მოაწყო. ღონისძიებას „დედა სომხეთი“ ერქვა და 2014 წლის 14 ივნისს მაშტოცის პარკში, ერევანში ჩატარდა. მასში მოწვეული იყვენენ დედები, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ ამბებს, როგორც კარგი დედები უზიარებდნენ, და ასევე როგორც ქალები, სომხური ხილის ერთმანეთში გაცვლისას თავის სხვა „როლებს“ განასახირებდნენ.

დედებს სთხოვეს საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ თავისი ამბები როგორც კარგი დედის შესახებ. ამავდროულად, ღონისძიების დამხმარე ხილის დამტარებელი ქალი რამდენიმე ისეთ კითხვას სვამდა როგორიცაა: აღეწერათ ყველაზე თვალსაჩინო მომენტი ცხოვრებაში, როდესაც შვილისთვის საკუთარი კარგი დედობა აღმოაჩინეს. მეორეს მხრივ, დედებს ეკითხებოდნენ თავის სხვა როლებზე, რომლებსაც ისინი საზოგადოებაში ასრულებენ, ან რომლებზეც ოცნებობენ და როგორ აღწევენ მათ. ღონისძიების მონაწილე ქალებს სთხოვეს ეფიქრათ კონკრეტულად რისი ცვლილება სურდათ საკუთარ ცხოვრებაში და ქცევაში იმისთვის, რომ ოცნებების ხორცშესხმა შესაძლებელი გახდეს. სანამ დედები თავის ამბებს ყვებოდნენ, ღონისძიების თანაშემწე ამბებს იწერდა და მოგვიანებით მათ ამ ტექსტების ჩასწორების საშუალებას აძლევდა.

ინტერაქტიული ღონისძიება „დედა სომხეთი“, რომელსაც ასე ერის მფარველი სიმბოლოს მიხედვით ეწოდა, დოკუმენტირებული იყო ვიდეო და ფოტო მასალის საშუალებით, და მოგვიანებით ოჯახის კერას მიჯაჭვული კავკასიელი დედის შესახებ კიდევ ერთი დისკუსიის საგანი გახდა.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება