სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები

2013 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. ამავე წლის 5-6 ივნისს ფონდის საიუბილეო თარიღი კონფერენციით „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში“ აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმა, პოლიტიკის ანალიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან. კონფერენცია მიზნად ისახავდა იმ კომპლექსური პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული განვითარების ანალიზს, რომელიც საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიარეს. ფონდის 10 წლის იუბილედან ზუსტად ერთი წლის თავზე, ქალბატონ სალომე ასათიანის რედაქტორობით, კონფერენციის მასალების საფუძველზე გამოიცა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კრებული „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“.

წიგნი ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი, ქვესათაურით „დასავლეთი და რეგიონი: შიდა და გარე პერსპექტივები” სიღრმისეულად, ზედაპირული კლიშეების მიღმა წარმოაჩენს რთულ ურთიერთმიმართებას ერთი მხრივ ევროკავშირსა და აშშ-ს, მეორე მხრივ კი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. დასავლეთის და რეგიონის ურთიერთ გავლენის მიმოხილვის შემდეგ, კრებული ცალ-ცალკე თავებს უთმობს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას - როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პოსტ-საბჭოთა მოდერნიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის და ურბანული განვითარების კუთხით.

„სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“  სამხრეთ კავკასიისა და ფართო ევროპის მასშტაბით გავრცელდება. აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის დედაქალაქებში მოეწყობა პრეზენტაციები დისკუსიების თანხლებით.

 

 

Product details
Date of Publication
2014
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
9978-9941-0-6546-0