მწვანე აკადემია 2017 - ბრძოლების გადაკვეთა

Creator: Heinrich Boell Foundation South Caucasus. All rights reserved.

2017 წლის 22-27 აგვისტოს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მწვანე აკადემიის მესამე საზაფხულო სკოლას ბრძოლების გადაკვეთა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი უმასპინძლა. 6 დღის განმავლობაში ბაზალეთზე გამართულმა ლექციებმა, დისკუსიებმა, ვორქშოpებმა და სემინარებმა თავისი წვლილი შეიტანა მწვანე და მემარცხენე მოძრაობების დღისწესრიგში არსებული გამოწვევების უკეთ გააზრებაში, მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეალობის სიღრმისეულ ანალიზში, სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფებს შორის კავშირების გაბმაში და გამტკიცებაში, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდების ახალი ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვაში.

პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებიs და აქტივიზმის დღეებმა გააერთიანა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: კეთილდღეობის სახელმწფო, სოციალური სამართლიანობა, მწვანე ტრანსფორმაციის პერსპექტივები, ეკონომიკური ზრდა, ფინანსიალიზაცია, შრომის პოლიტიკა, ფემინიზმის გამოწვევები საქართველოსთვის, სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობა და ა.შ.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ქართველ მომხსენებლებთან ერთად მოესმინათ ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეული უცხოელი სტუმრებისთვის. მათ შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცნობილი პოლიტიკის სოციოლოგი - კლაუს ოფე, რომელმაც 2017 წლის მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლაზე ორი მნიშვნელოვანი ლექცია წაიკითხა. მონაწილეების უმრავლესობას ასევე პირველად მიეცა საშუალება მეტი გაეგო ლათინური ამერიკის მემარცხენე მთავრობების და მოძრაობების გამოცდილებაზე, რისთვისაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა მწვანე აკადემიაზე ლათინური ამერიკის პოლიტიკის მკვლევარი, ურუგვაელი ანთროპოლოგი - დანიელ ჩავესი მოიწვია. ღონისძიებაზე  რეგიონული პერსპექტივა შემოიტანეს სომეხმა კოლეგებმა, რამაც სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო შექმნილი საფრთხეები კიდევ ერთხელ შეახსენა მწვანე აკადემიაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მწვანე აკადემიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის ცხარე დისკუსიები გახლდათ, რომლებიც ამ ექვსი დღის განმავლობაში თავად მონაწილეებს შორის წარიმართა. აშკარაა, რომ ბრძოლების გადაკვეთამდე ქართველ აქტივისტებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ წინ.

ქვემოთ გთავაზოვთ „მწვანე აკადემიაზე“ გამართული მნიშვნელოვანი ლექციების და დისკუსიების ვიდეო ჩანაწერს, მონაწილეების მიერ შექმნილ ბლოგებს და ინტერვიუებს ღონისძებაზე მოწვეულ სტუმრებთან.  

  • კლაუს ოფე. მსოფლიოს კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემები და დემოკრატიის ბედი 'მესამე სამყაროს' ქვეყნებში

  • დანიელ ჩავესი. მემარცხენეები მთავრობაში: რისი სწავლა შეგვიძლია ლათინური ამერიკისგან?

ნაწილი 1

ნაწილი 2

All rights reserved.

ახალი კომენტარის დამატება