საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები

ევროპასთან ასოცირების შეთანხმების და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში წევრობის მოთხოვნების შესრულების გზაზე, საქართველომ გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სექტორებში რეფორმების კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. მიუხედავად პროგრესისა, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ამ რეფორმებს ხშირ შემთხვევაში ფორმალური ხასიათი აქვთ და მათი პრაქტიკული განხორციელება ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

Georgia’s Energy Sector Development: banner

ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია ენერგეტიკის სექტორის განვითარების სრულყოფილი სტრატეგია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ ემყარება საფუძვლიან ინფორმაციას ან ანალიზს (ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო 2020, საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის მიმოხილვა). შესაბამისად, ლეგიტიმურია კითხვები იმის შესახებ თუ რა სცენარებს ეფუძნება საქართველოს მთავრობის გეგმები გაზარდოს ჰიდრო რესურსების ათვისება, მაშინ როდესაც ქარის, მზის და ენერგოეფექტურობის პოტენციალი სრულიად გამოუყენებელი გვაქვს. უამრავი კითხვაა მთავრობას და კერძო ინვესტორებს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმარისად გამჭვირვალე არაა. ადგილობრივი მოსახლეობას და ექსპერტებს არა ერთი შენიშვნა აქვთ პროექტების ტექნიკური და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების გარშემო. ეს ყველაფერი იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებშიც ბევრჯერ გაისმა.

დისკუსიაზე ვსაუბრობთ თუ როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას? რა კონკრეტულ სცენარებს და ალტერნატივებს ეფუძნება მთავრობის გადაწყვეტილებები? როგორ უნდა მოვახერხოთ დიდი ენერგეტიკული პროექტების შესაბამისობა გარემოსდაცვით, სოციალურ და ადამიანის უფლებებთან? როგორ გადმოგვაქვს ევროპასთან ასოცირების პროცესში მიღებული რეფორმები პრაქტიკაში? რა არის საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში

მომხსენებლები:

Image removed. ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის წევრი, ევროპელი მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსი;
Image removed. დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
Image removed. მანანა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე.

Image removed. მოდერატორი: შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube