გეოპოლიტიკური რყევები სამხრეთ კავკასიაში (2022)

gip

ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მრავალი კრიზისის მომსწრენი გავხდით, რომლებმაც რეგიონში უსაფრთხოების ცვალებადი მდგომარეობა გამოიწვიეს. აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებამ და რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებამ, შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში, რადგან თურქეთმა და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას, რამაც გაზარდა მათი გავლენა ორივე სახელმწიფოში. იმავდროულად, დასავლეთს არ გამოუჩენია ლიდერობა ომის გადაწყვეტაში, რაც კიდევ უფრო ამცირებს ევროკავშირის გავლენას რეგიონში. 2022 წლის რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შემდგომ ეროზიას და შეტევას საერთაშორისო სამართალზე რეგიონში.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოამზადებს ახალგაზრდა მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში ცვალებადი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შესაფასებლად, მათ შორის რეგიონალური აქტორების როლზე, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ირანი. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევარების გაძლიერებას, რათა მათ იმუშაონ რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და მის შედეგებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის. GIP და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ინტენსიურად დაეხმარებიან მკვლევარეს წერის პროცესში, მოაწყობენ ონლაინ სემინარების სერიას და საზაფხულო აკადემიას. პროექტის მიზანია წაახალისოს დებატები სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ მომავალზე, ასევე განიხილოს კვლევის შედეგების  პოლიტიკოსებთან და ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.