მემორანდუმი: რესურსების პოლიტიკა სამართლიანი მომავლისთვის

ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩიკაგოში ბიტუმოვანი ქვიშაქვის მოპოვება, აზიასა და აფრიკაში მიწის ფართომასშტაბიანი შესყიდვები, ჩინური ინვესტიციები სამთო მრეწველობაში მეკონგის რეგიონში, ლათინურ ამერიკაში სოიოს წარმოება – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმის დასადასტურებლად, რომ მსოფლიო რესურსები სიმდიდრის მოხვეჭის დიდი წყაროა. ზემოჩამოთვლილი არღვევს ჩვენი სამყაროს ეკოლოგიურ წონასწორობას და არ არის მიმართული მიღებული შემოსავლების სამართლიანი გადანაწილებისკენ.

ეს მემორანდუმი საშუალებას იძლევა ახლებური თვალით შევხედოთ პოლიტიკას, რომელიც რესურსების გამოყენების გამო ბუნებას, ადამიანებს, სხვადასხვა ძალებს, ინტერესებს და კულტურებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტებს აერთიანებს. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ მომზადებული ეს მემორანდუმი ეყრდნობა დემოკრატიის, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების პრინციპებს და წარმოგიდგენთ იმ ძირითად ასპექტებს, რაც სამართლიან და მდგრად რესურსების პოლიტიკას უნდა ედოს საფუძვლად.

პუბლიკაცია

რესურსების პოლიტიკა სამართლიანი მომავლისთვის

Publication Series on Ecology 38: How could a just and democratic resource politics look like that respects both planetary boundaries and human rights? The Memorandum “Resource Politics for a Fair Future” is the outcome of a two-year international dialogue process of the Heinrich Böll Foundation.