მარიამ გეგიძე

2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და  მიიღო დიპლომი არქიტექტურის განხრით, სადიპლომო თემა კინემატოგრაფიის მუზეუმი. 2008 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, ქ. ბერლინში, სადაც ის 2009 წლის შემდეგ სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერების (Cultural Studies) ფაკულტეტზე. 2012-13 წლებში მუშაობდა ჟურნალ Archplus-ის (ARCH+ Zeitschrift für Architektur und Städtebau) სარედაქციო ჯგუფში. 2014 წელს დაამთავრა კულტურის მეცნიერების ფაკულტეტი (Master of Arts) თეზისის თემა Foyer - Ein architektonisches Medium. ამჟამად მუშაობს პროფ. არნო ბრანდლჰუბერთან და პროფ. ფლორიან ჰერთვეკთან ერთად წიგნის „The Dialogic City: Berlin wird Berlin“ და Berlinische Galerie-ში დაგეგმილი თანმხლები გამოფენის თანაავტორად. 2015 წლის საზაფხულო სემესტრში მარიამი შეასრულებს პროფ. ფლორიან ჰერთვეკის თანაშემწის მოვალეობას ვერსალის უნივერსიტეტის (Ècole nationale supèrieure d'architecture de Versailles) არქიტექტურის ფაკულტეტზე.