მილოტა სიდოროვა

მილოტა სიდოროვა

ბიოგრაფია: 

მილოტა სიდოროვა - ექსპერტი, რომლის ინტერესების სპექტრი ქალაქის განვითარების სხვა­დასხვა ასპექტითა და ურბანული დაგეგმარებით განისაზღვრება. 2011-2015 წლებში იყო დიზაინერ-არქიტექტორთა ჯგუფ reSITE-ის კოორდი­ნატორი. 2013 წელს მიიღო ფულბრაიტის სტიპენდია ქალაქ ნიუ-იორ­კში ურბანისტიკის შესასწავლად. 2014 წელს დაასრულა სადოქტორო კვლევა ლანდშაფტური არქიტექტურის განხრით. მისი ნაშრომის თემა იყო „ბაზრების კატალიზატორული ზემოქმედება საჯარო სივრცეებზე”.

2012 წელს მუშაობდა ბრატისლავასა და პრაღაში საჯარო სივრცეების პრობლემებზე. 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას „Zeny prazskeho verejneho priestoru” – ქსელს, რომელიც არქიტექტურის, ურ­ბანული დაგეგმარებისა და სათემო ცხოვრების განვითარების სფეროში ქალთა გააქტიურებას უწყობს ხელს. ამას გარდა, მილოტა ლექციებს კითხულობს ცენტრალური ევროპის არაერთ უნივერსიტეტსა თუ ინ­სტიტუტში, ეწევა ინტერდისციპლინურ კვლევას, რასაც სხვადასხვა პროექტზე მუშაობას უთავსებს. მისი ინტერესები მოიცავს კულტურის როლს ურბანულ განვითარებაში, მის ხელშეწყობას, შესაბამის კომუნი­კაციასა და კოორდინაციას, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტო­რის გაძლიერებასა და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობას ურბა­ნული განვითარების სფეროში.

 

სტატიები: