სოციოლოგი და ურბანისტი, 1995 წლიდან ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1967-72 წლებში ის სოციოლოგიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს და ეკონომიკას სწავლობდა მიუხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1978 წელს მიენიჭა სადოქტორო ხარისხი ოლდენბურგის უნივერსიტეტში. 1972 წლიდან ასწავლიდა არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტებში ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რეინ–ვესტფელის ტექნიკური უნივერსიტეტში, აახენში. პროფესორი ბოდენშაცი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ასევე, რამოდენიმე წიგნის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, მათ შორისაა: "ურბანული პოლიტიკა სტალინის ჩრდილში. სოციალისტური ქალაქები 1929-35 წლებში", "ბერლინის ურბანული დაგეგმარება. ევროპული ქალაქის მოკლე ისტორია", "რადიალური ქალაქგეგმარება. ვემშვიდობებით ავტომობილებზე მორგებულ ქალაქებს".