თამარ ცხადაძე

თამარ ცხადაძე

ფილოსოფოსი
ბიოგრაფია: 

ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (1996 წ. - დიპლომი, 1996-1998 წწ. - ასპირანტურა, 2006 წ. - საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიის ისტორიაში). თამარი მიწვეული მკვლევარის სტატუსით მუშაობდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2003) და სტენფორდის უნივერსიტეტში (2004, 2005), 2010-2011 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამაზე. 2000 წლიდან ასწავლის ფილოსოფიურ დისციპლინებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ენის ფილოსოფიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებს. მუშაობს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნაზე. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის რედაქტორი. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მილის, უოლსტონკრაფტის, ფრეგეს, კუნის, ქუაინის, დევიდსონის, ბატლერის და მრავალი სხვა ავტორის შრომები.