გენდერული დემოკრატია

Georgian

საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2011 წელი

„როგორც ჩანს, ადამიანის უფლებების მიმართ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაც ასეთია. შესაბამისად, ადამიანის უფლებებიც ისევეა დაცული, როგორიც არის მის მიმართ დამოკიდებულება. ან შეიძლება საზოგადოებაში სკეპტიციზმი იმდენად დიდია, რომ უკვე აღარავის სჯერა, რომ აქ ადამიანის უფლებები დაცული იქნება“ - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია გოგი გვახარიამ.

სიძულვილი, როგორც დამამძიმებელი გარემოება: ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

2012 წლის 27 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც შეუწყნარებლობის მოტივი თითოეული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა.

რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

ქალები და მშვიდობა, კონფლიქტები და უსაფრთხოება, გენდერული ძალადობა და ადამიანის უფლებები, ქალების როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოწესრიგებაში, მათი მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - ამ საკითხებს შეეხო 7 დეკემბერს ჰბფ-ში გამართული დისკუსია.

აივ-ინფექცია/შიდსი და ადამიანის უფლებები

უცნობი დაავადების შესახებ, რომელიც ლეტალურად სრულდებოდა, პირველი ცნობები 70-იან წლების მიწურულს აშშ-ში, ატლანტაში მდებარე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშებში გაჩნდა. დღეს, მსოფლიოში 33 მილიონი აივ-პოზიტიური ადამიანია. საქართველოში პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა.

ინკლუზიური განათლება საქართველოში

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი თათია პაჭკორია იხსენებს, რომ მათ წლების განმავლობაში მრავალი პრობლემის გადალახვა მოუწიათ, პროექტის დაწყებას საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი ეჭვითა და გაკვირვებითაც კი შეხვდა, თუმცა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.

გენდერი, როგორც აკადემიური დებატების თემა აზერბაიჯანში

2011 წლის 27 სექტემბერს, ბაქოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “გენდერი, როგორც აკადემიური დებატის თემა აზერბაიჯანში”.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, განათლების და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ინსტიტუტების/ადგილობრივი თვითმმართველობების როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები გახლდათ ის ძირითადი საკითხები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობდა ჰბფ-ის მიერ ორგანიზებულ  რეგიონალურ დებატებში.

ჰომოფობია - იცვლება თუ არა დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ საქართველოში

რას წარმოადგენს LGBT და რა იცის მის შესახებ საზოგადოებამ? როგორია საქართველოში დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ და იცვლება თუ არა დამოკიდებულება ექსპერტთა დაკვირვებით? არსებობს თუ არა რეალურად საფუძველი ჰომოფობიისთვის? როდის და რომელ კულტურებში გაჩნდა ჰომოფობია?

სიძულვილის ენა საქართველოში - სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის დიდი ხნის სიძულვილის ენის საკითხზე მსჯელობის ტრადიცია - მისი აქტიური საჯარო განხილვა სულ რაღაც ორი წლის წინ დაიწყო – დისკუსიამ საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2010 წელი

"სიკვდილის ექსპორტი", საქართველოს ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა და რეკომენდაციები,  რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა იმ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის 2010 წლის საანგარიშო მოხსენებაში აისახა.

Pages